ნათია თურნავა: საქართველო დაბალი გადასახადებით მომგებიანი ბაზარია

გამოწერა
ბოლო პერიოდში საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები გააფორმა ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრ ქვეყნებთან, თურქეთთან, ჰონგ-კონგთან და ჩინეთთან.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. საქართველოში ბიზნესის წარმოების მთავარი უპირატესობები ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და დაბალი გადასახადებია, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბათუმში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" კონფერენციის ფარგლებში გამართულ საინვესტიციო ფორუმზე.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
ტუსკი და საქართველოს პირველი პირები „აღმოსავლეთ პარტნიორობის" კონფერენციაზე

თურნავამ ფორუმის მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო და ასევე ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის წამყვან პოზიციებზე.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2018 წელს ეკონომიკური ზრდა მდგრადი იყო და, ყველა უკანასკნელი შეფასებით, 2019 წელს საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი (4.6%) ექნება.

„საქართველო 3,7 მილიონი მოსახლეობით შეიძლება არ მოგეჩვენოთ მომგებიან ბაზრად. მაგრამ თუ საქართველოს შეხედავთ, როგორც რეგიონულ ჰაბს, მაშინ ვითარება სულ სხვანაირი იქნება. ჩვენ ვხედავთ საქართველოს, როგორც კარიბჭეს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის, არამედ ცენტრალურ აზიის, ევროკავშირის, შემდეგ კი დასავლეთის და აღმოსავლეთის ბაზრებზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრი ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
„ქართული ბიზნესისთვის კონკურენცია მოტივატორია" – თურნავა „გაზპრომთან" შეთანხმებაზე

ბოლო პერიოდში საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები გააფორმა ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრ ქვეყნებთან, თურქეთთან, ჰონგ-კონგთან და ჩინეთთან. გარდა ამისა, მიმდინარეობს განხილვა მსგავსი ხელშეკრულებების იაპონიასთან და აშშ-თან გაფორმების შესაძლებლობაზე. უკვე დაწყებულია წინასწარი კონსულტაციები დიდ ბრიტანეთთან Brexit-ის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის თაობაზე მოლაპარაკებების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

საინვესტიციო ფორუმში საქართველოს, უკრაინის, სომხეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, მოლდოვის უმაღლესი თანამდებობის პირები, საინვესტიციო სააგენტოები, მსხვილი ბიზნეს-გაერთიანებები, საერთაშორისო კომპანიები, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0