მთავრობა მცირე სასტუმროების მეპატრონეებს სექტემბრიდან მნიშვნელოვან დახმარებას პირდება

© photo: International Investmentვილა ბათუმში „ოქროს საწმისი“
ვილა ბათუმში „ოქროს საწმისი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბანკო შეღავათების გარდა, საუბარია ასევე მარკეტინგული ღონისძიებების დაფინანსებაზე

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. მცირე ზომის საოჯახო სასტუმროებისთვის სექტემბერში გრანტების ახალი პროგრამა დაიწყება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

მცირე სასტუმროების მშენებლობისთვის აღებულ სესხებს მთავრობა დააფინანსებს >>

საქართველოში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის გამო ატეხილი აჟიოტაჟის და შემდგომი საპროტესტო ტალღის საპასუხოდ რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა. ბოლო დრომდე საქართველოში ტურისტების რაოდენობით რუსები პირველ ადგილზე იყვნენ. ზარალმა შეიძლება 750 მილიონი დოლარი შეადგინოს.

მინისტრის თქმით, საუბარია მცირე სასტუმროებისთვის საბანკო სესხების პროცენტების თანადაფინანსებაზე, ტურისტული სექტორისთვის საკრედიტო-საგარანტიო სქემის ამუშავებაზე და ასევე მარკეტინგული ღონისძიებების დაფინანსებაზე.

„გვაქვს მიმდინარე კონტრაქტი „სიენენთან“, „ბულმბერგთან“, „ნეიშენალ ჯეოგრაფიკთან“, სადაც ხდება საქართველოს, როგორც უსაფრთხო და მიმზიდველი ტურისტული ქვეყნის პოპულარიზაცია. ასევე დავაკორექტირეთ მარკეტინგის გეგმა და დამატებითი ზომები, კონკრეტული კამპანია დავგეგმეთ ბალტიის ქვეყნებში, უკრაინაში, საუდის არაბეთში. ეს ის ქვეყნებია, სადაც სწრაფად შეიძლება მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილისთვის რუსული ბაზრის დაკეტვის მომხრეები საქართველოს მოღალატეები არიან

ისინი, ვინც მცირე თუ საშუალო სასტუმროს აშენება დაიწყო, მაგრამ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო შიშობს, შეძლებს თუ არა აღებული ბიზნეს-სესხის გასტუმრებას, გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც დააიმედა. მისი თქმით, ხელისუფლებამ მეწარმეების დასახმარებლად ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი აამოქმედა.

„მექანიზმი, რომელიც შევქმენით ევროკავშირთან ერთად, ეს არის საკრედიტო-საგარანტიო სქემა, სრულად იქნება მიმართული ჩვენ მეწარმეებზე, რომლებიც დასაქმებული არიან სასტუმროს სექტორში. ანუ ყველა პროექტს, რომლის მშენებლობაც იგეგმებოდა და ახლა შეიძლება ჰქონდეს ბარიერი, რადგან გამოწვევები არსებობს, ჩვენ დავეხმარებით სახელმწიფო გარანტიით, რათა აუცილებლად დასრულდეს“, - აღნიშნა ბახტაძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოს მიერ საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებულმა შემოსავალმა 1,5 მლრდ დოლარი შეადგინა (+7%).

რას ელოდება რუსეთი საქართველოსგან: ლავროვმა მოსკოვის მოსაზრება გააჟღერა >>

როგორ აისახება ბოლოდროინდელი მოვლენები ტურიზმის სფეროზე, აგვისტოში გამოჩნდება, როდესაც ივლისის მონაცემები შეჯამდება. სპეციალისტები სასტუმროების ჯავშნების რაოდენობის მკვეთრ შემცირებაზე საუბრობენ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0