ეროვნული ბანკი ლარის გამყარების ფონზე ვალუტის შესყიდვას განაგრძობს

გამოწერა
წლის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე უკვე 145 მილიონი დოლარი შეისყიდა

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ხუთშაბათს შემდგარ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი დოლარი შეისყიდა, ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარის მიმართ 2,74 GEL/$1 შეადგინა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პარასკევისთვის ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,7411 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
კომპანიების „ოქროს სია“ გაუქმებულია: ბიზნესმენებს საქართველოში შეღავათები ჩამოართვეს

სავალუტო აუქციონები საერთაშორისო რეზერვების შევსების ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს. მათი დახმარებით 2018 წელს ეროვნულმა ბანკმა 197,5 მილიონი დოლარი შეისყიდა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან რეგულატორმა რვა აუქციონი გამართა და ბაზარზე უკვე 145 მილიონი დოლარი შეისყიდა.

მაისის დასაწყისიდან ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 3,8%-ით დაეცა და 30 მაისს ეროვნული ვალუტის კურსის ისტორიული მინიმუმი დაფიქსირდა - 2,8023 GEL/$1. 31 მაისიდან ლარმა გამყარება დაიწყო და ერთ კვირაში 2,2%-ით აიწია.

ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ რეგულატორის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვა ლარის კურსის მერყეობაზე გავლენას არ ახდენს.

ქართულმა ლარმა ახალი ანტირეკორდი დაამყარა >>

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენა 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების საშუალებით ხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0