მაჭავარიანი ხორბლის იმპორტზე: „ხელების გადაგრეხვის გზით არ წავალთ“

© photo: Sputnik / Egor Eremov / გადასვლა მედიაბანკშიმარცვლეულის აღება
მარცვლეულის აღება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინანსთა მინისტრმა განმარტა, რომ ავტოტრანსპორტით შემოტანილი ხორბლის შემოწმება უფრო რთულია, ვიდრე ზღვით ან რკინიგზით შემოტანილი დიდი პარტიებისა.

თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთავრობა დეტალური კონსულტაციების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, უნდა აიკრძალოს თუ არა ხორბლის ავტომობილებით შემოტანა, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეარხ PalitraNews-ის ეთერში.

ხორბლისა და ხორბალ–ჭვავის ფქვილის იმპორტი და ექსპორტი ავტოტრანსპორტით ფინანსთა სამინისტრომ ჯერ კიდევ 2018 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში აკრძალა. ამის მიზეზად მაჭავარიანმა საქართველო–რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე არსებული „საცობები“ დაასახელა. სწორედ ამ გზით შემოაქვთ პროდუქცია საქართველოში.

მოსალოდნელია თუ არა საქართველოში პურის გაძვირება>>

ამ გადაწყვეტილებამ იმპორტიორი კომპანიების უკმაყოფილება გამოიწვია. მათ საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყეს. შედეგად, აკრძალვა 2019 წლის ოქტომბრამდე გადაიდო.

„ჩვენ ხელების გადაგრეხვის გზით არ წავალთ. ნებისმიერი გადაწყვეტილება – შეჩერდება ეს (ხორბლის იმპორტის აკრძალვა ავტოტრანსპორტით) თუ გაუქმდება, იქნება ეს ბიზნესთან კონსულტაციით“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მინისტრის თქმით, ხორბლის ავტოტრანსპორტით შემოტანა რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული.

„აქ არ იყო მარაგები, არ იყო უსაფრთხოების საკითხები. ხარისხის მონიტორინგი გაცილებით გაძნელებულია და რა ტიპის ხორბალი შემოდის, ეგეც იყო პრობლემური. პოლიტიკური თემაც – ეს 100%-ით გვხდიდა რუსეთზე დამოკიდებულს. რაც დღეს შემოდის, ასი პროცენტით რუსეთიდან მოდის“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

მისი განცხადებით, როდესაც ხორბალი საქართველოში ზღვითა და რკინიგზით შემოდიოდა, იმპორტის დიდი ნაწილი ყაზახეთზე მოდიოდა.

მარცვლეულის აღება - Sputnik საქართველო
გაიაფდება თუ არა ყაზახური ხორბალი ქართული ბეღლისთვის

„მაშინ იმპორტის 40%, თუ არ ვცდები, ყაზახეთზე მოდიოდა. იქიდან შემოტანა ფინანსური თვალსაზრისით მომგებიანი იყო. ახლა რუსეთიდან უფრო იაფია“, – აღნიშნა მინისტრმა.

მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე ყველაფერი კარგად უნდა აიწონოს.

როგორც „Sputnik–საქართველოს“  ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ლევან სილაგავამ განუცხადა, საქართველოში ხორბლის ძირითადი მომწოდებელი ყაზახეთი ხუთი–ექვსი წლის წინ იყო. მაშინ ყაზახეთის მთავრობა მარცვლეულის ექსპორტის სატრანსპორტო ხარჯების სუბსიდირებას ახდენდა და, ამდენად, საქართველო მას მისაღებ ფასად იღებდა. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო სუბსიდირება შეწყდა, საქართველოსთვის ხორბლის იმპორტი ყაზახეთიდან მომგებიანი აღარ იყო.

ამჟამად საქართველოს რუსეთიდან ერთი ტონა ხორბალი დაახლოებით 244 აშშ დოლარი უჯდება, ყაზახური – 260 დოლარი, აღნიშნა სილაგავამ.

ყველა ახალი ამბავი
0