Georgian Airways-ი თბილისის აეროპორტის ხელმძღვანელობის „გადაყენებას“ აპირებს

© photo: Sputnik / Mikhail Fomichev / გადასვლა მედიაბანკშიქართული კერძო ავიაკომპანია Airzena - Georgian Airways-ის თვითმფრინავი
ქართული კერძო ავიაკომპანია Airzena - Georgian Airways-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავიაკომპანიამ დააანონსა აქცია კომპანია TAV-ის წინააღმდეგ, რომელიც სამშაბათს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობის წინ გაიმართება

თბილისი, 11 მარტი - Sputnik. ორშაბათს საქართველოს ეროვნულმა ავიაგადამზიდავმა Georgian Airways და ქართული აეროპორტების თურქულმა ოპერატორმა კომპანიამ TAV Urban Georgia ერთმანეთი სამუშაო რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულეს.

Georgian Airways-მა, შესაძლოა, თბილისიდან ფრენები შეწყვიტოს

ავიაკომპანია თურქულ მხარეს კაბალური სამუშაო პირობების შექმნაში ადანაშაულებს.

„თურქული კომპანია „ტავ ურბან ჯორჯია" ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისს" თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენების განხორციელების საშუალებას არ აძლევს და ითხოვს არარეალური ვალების დაფარვას, რისი ერთადერთი მიზანიც ავიაკომპანიის და მისი მგზავრების გაძარცვაა“, - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

საქართველოს ეროვნული ავიაგადამზიდავის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ისეთი გადასახადები, როგორიც TAV Urban Georgia-ს აქვს დაწესებული, არ არსებობს ევროპის თითქმის არცერთ აეროპორტში. Georgian Airways-ის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ TAV Urban Georgia-ს მმართველობის პირობებში შეუძლებელია ქართული ავიაციის ფუნქციონირება და შემდგომი განვითარება.

უკმაყოფილება მიწისქვეშეთიდან ზეცაში ინაცვლებს – Georgian Airways-ი აქციებს აანონსებს >>

ბათუმის აეროპორტი - Sputnik საქართველო
სად გადაიტანენ ბათუმის აეროპორტს

„TAV Urban Georgia წელიწადში სუფთა მოგების სახით 400 მილიონ ლარზე მეტი გააქვს საქართველოდან, სანაცვლოდ კი თბილისში, რეგიონში ყველაზე ცუდი აეროპორტი გვაქვს, ხოლო ბათუმის აეროპორტში გაუსაძლისი პირობებია. TAV Urban Georgia უარს ამბობს მოსაკრებლის შემცირებაზე, ქართული ავიაცია კი სულ უფრო და უფრო ზარალდება“, - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

Georgian Airways-ში ასევე აღნიშნავენ, რომ TAV Urban Georgia-ს ტაქსის ფასებიც კაბალური აქვს.

„მაგალითად, თუ თბილისის აეროპორტში ჩამოსული მგზავრი მოინდომებს თბილისის ცენტრამდე ტაქსით წასვლას, მოუწევს ისარგებლოს TAV-ის ტაქსით, რაც სულ მცირე 45 ლარი დაუჯდება. აეროპორტის ტერიტორიაზე სხვა ტაქსის დგომის/დალოდების უფლებას არ აძლევენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

TAV Urban Georgia დავალიანების დაფარვას მოითხოვს

თურქულმა კომპანიამ Georgian Airways-ი დისკრედიტაციასა და დეზინფორმაციაში დაადანაშაულა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღეისათვის ავიაკომპანია Georgian Airways-ს TAV Georgia-ს მიმართ დავალიანება 9 მილიონ ლარს აღემატება. შეთავაზებული გადახდის გრაფიკის დაწესების მიუხედავად, ავიაკომპანია უარს ამბობს ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე.

„იმ შემთხვევაში თუ ავიაკომპანია Georgian Airways არ შეასრულებს ნაკისრ ფინანსურ ვალდებულებას, ტავ ჯორჯია იძულებული გახდება შეუზღუდოს ავიაკომპანიას აეროპორტის სერვისების და ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობა“, - ნათქვამია თურქული კომპანიის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, TAV Georgia-სა და Georgian Airways-ს შორის თანამშრომლობა 14 წელს ითვლის. ამ წლების განმავლობაში ავიაკომპანია სარგებლობდა ყველა იმ პრივილეგიით და შეღავათებით, რასაც აეროპორტების ოპერატორი კომპანია საქართველოში ბაზირებული, ეროვნული გადამზიდავი კომპანიის ხელშეწყობისთვის ახორციელებდა.

ასაფრენი ბილიკი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში - Sputnik საქართველო
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავების პარკირება ფასიანი გახდა

მაგალითად, Georgian Airways-ს აქვს ექსკლუზიური უფლება თავად გაუწიოს მომსახურება საკუთარ საჰაერო ხომალდებსა და მგზავრებს, რაც საგრძნობლად ამცირებს მათ საწარმოო ხარჯებს. გარდა ამისა, Georgian Airways-ი 2005 წლიდან სარგებლობს 50%დან - 80%-მდე ფასდაკლებით TAV Georgia-ს მიერ გაწეულ ყველა იმ მოთხოვნად სერვისზე, რაც აუცილებელია რეისის შესასრულებლად, აღნიშნულია განცხადებაში.

TAV თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორია 2007 წლიდან. კომპანიამ საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა. საქართველოს გარდა, კომპანია ახორციელებს აეროპორტების მართვას თურქეთში, ტუნისში, მაკედონიაში, ლატვიაში, საუდის არაბეთში და ხორვატიაში.

კომპანია Georgian Airways-ს ეროვნული გადამზიდავის სტატუსი აქვს მინიჭებული. ის ფლობს შვიდ საჰაერო ხომალდს და საერთაშორისო ავიაგადაზიდვების ქართულ ბაზარზე მისი წილი 11%-ს შეადგენს.

© Sputnik / Konstantin Ivanovსაქართველოს ავიაბაზარი 2018 წელს
Georgian Airways-ი თბილისის აეროპორტის ხელმძღვანელობის „გადაყენებას“ აპირებს - Sputnik საქართველო
საქართველოს ავიაბაზარი 2018 წელს
ყველა ახალი ამბავი
0