თბილისის აეროპორტში თვითმფრინავების პარკირება ფასიანი გახდა

© photo: Sputnikასაფრენი ბილიკი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
ასაფრენი ბილიკი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხანგრძლივი პარკირებისათვის საფასურის დაწესებასთან დაკავშირებით ქართული ავიაკომპანიების აზრი ორად გაიყო.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. TAV Georgia-მ, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებს, აეროპორტში ავიაკომპანიების თვითმფრინავების პარკირებისათვის საფასური დააწესა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi2).

ტელეკომპანიის მონაცემებით, ის ავიაკომპანიები, რომელთა თვითმფრინავებიც აეროპორტში 14 დღეზე მეტ ხანს გაჩერდებიან, ერთ დღეში პარკირებისთვის 100-დან 375 დოლარამდე ლარის ექვივალენტის საფასური უნდა გადაიხადონ.

ამ დროისათვის აღნიშნული სიახლე 12 ავიაკომპანიას უკვე გააცნეს.

რეგისტრაციის ზონა თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
თბილისის აეროპორტის ახალი ტერმინალი ოფიციალურად გაიხსნა

სიახლის წინაღმდეგ ქართული ავიაგადამზიდავი Air Georgia გამოდის.

„საქართველოში ისეთი პოლიტიკა ტარდება, რომ ქართული ავიაკომპანიები საქართველოში ძლიერად ვერ განვითარდნენ", — განაცხადა Air Georgia-ს წარმომადგენელმა გიორგი კოდუამ.

სხვა ავიაგადამზიდავს — TCA-ს ტარიფი მისაღებად მიაჩნია.

„ტარიფი არის ლოიალური და ირთვება 14 დღის მერე. ის ფაქტობრივად იმ თვითმფრინავებს ეხება, რომლებიც დიდხანს დგანან და არ დაფრინავენ, ეს ნორმალურია", — განაცხადა ავიაკომპანიის წარმომადგენელმა მირიან რამიშვილმა.

დღეისათვის თბილისის აეროპორტში რეისებს 30-ზე მეტი ავიაკომპანია ახორცილელებს. ამ აეროპორტზე საქართველოს აეროპორტების მიერ გადაყვანილ მგზავრთა საერთო რიცხვის 78% მოდის.

თბილისის აეროპორტი TAV-URBAN Georgia LLC-ის მართვაში 22 წლით 2005 წლიდან გადავიდა. აეროპორტის მშენებლობაში, რომლის ფართობი 25 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, 71,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

ყველა ახალი ამბავი
0