21:56 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა–2018 (540)
297 0 0

ბათუმის პორტი კონტეინერების მიღება-გადატვირთვისთვის ინფრასტრუქტურის განვითარებას აგრძელებს

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. ბათუმის საზღვაო პორტის ტერიტორიაზე მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალი გაიხსნა, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

ახალი ტერმინალის ამუშავებით, პორტი ორჯერ მეტი კონტეინერების გადამუშავებას შეძლებს - 200 ათას TEU-მდე.

Батумский морской порт - контейнерный терминал
ბათუმის საზღვაო პორტი - საკონტეინერო ტერმინალი

Feedermax-ის ტიპის კონტეინერმზიდი გემების მისაღებად პორტის აკვატორია გაღრმავდა. ახალი  ტერმინალის აშენების ფარგლებში 2 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყო სასაწყობე ინფრასტრუქტურა, სადგომი სატვირთოებისა და მძიმე ტექნიკისთვის, რომელიც კონტეინერებს ბორნებიდან ეზიდება.

გადატვირთვის სამუშაოებისათვის გაყვანილია 180 მეტრის სიგრძის სარკინიგზო მონაკვეთი. აშენდა 3000 კვ.მ. დახურული თანამედროვე საბაჟო საწყობი.

პროექტი განახორციელა შპს „ბათუმის საკონტეინერო ტერმინალმა“ და თურქულმა კომპანია Medlog-მა.

2018 წელს ბათუმის საზღვაო პორტის ტვირთბრუნვამ 1,2 მილიონი ტონა მშრალი ტვირთი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებლებს 50%-ით აჭარბებს, ამასთან კონტეინერების ტვირთბრუნვა 18%-ით გაიზარდა.

ფოთში ახალი საზღვაო ტერმინალი აშენდება >>

მომავალში ტვირთბრუნვის გაზრდის მიზნით, ბათუმის საზღვაო პორტი ახალი ტერმინალის აშენებას კომპანია Wondernet-თან ერთად გეგმავს. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ტერმინალის და დახურული სასაწყობე ნაგებობების აშენებას ცენტრალური აზიიდან მინერალური სასუქების მიღების, შენახვისა და გადატვირთვის მიზნით. ტერმინალის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 200 000 ტონას შეადგენს. ამ ეტაპზე საპროექტო-საანგარიშო დოკუმენტაციის შემუშავება და მომზადება მიმდინარეობს.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა–2018 (540)

მთავარი თემები