ბათუმში ახალი ტერმინალის აშენება იგეგმება

© photo: Sputnik / Stringerამწეები ბათუმის პორტში
ამწეები ბათუმის პორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკული კორპორაცია Trammo, რომელიც ბათუმის პორტში ახალი მულტიმოდალური ტერმინალის ინვესტორია, ბიზნესში უმაღლესი დონის ეკოლოგიურ სტანდარტებს იცავს.  

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ბათუმის პორტში მინერალური სასუქების ტერმინალის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

ღონისძიების  ფარგლებში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას,  რომლის თანახმადაც ამერიკული კომპანია Trammo გახდება Wondernet Express Investment Group-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პროექტის ინვესტორი.

რკინიგზა - Sputnik საქართველო
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით მგზავრების გადაყვანა დაიწყება

ტერმინალის მშენებლობის პროექტს კომპანია  Wondernet Express-ი განახორციელებს, რომელიც წარმატებით საქმიანობს ევროკავშირის, დსთ-სა და ბალტიის ქვეყნებში, ასევე ჩინეთში, კორეასა და თურქეთში, სხვადასხვა სახის ტვირთების ლოჯისტიკისა და ტრანსპორტირების მომსახურების სფეროში.

კომპანია  ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტირებას გეგმავს.

პროექტი გულისხმობს ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შავი ზღვის ნავსადგურებში, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ლოჯისტიკური დერეფნის შექმნას.

კომპანია Wondernet Express Investment Group-მა, მინერალური სასუქების ახალი ლოჯისტიკური დერეფნის შექმნასთან დაკავშირებით უკვე გააფორმა შეთანხმებები ძირითად პარტნიორებთან - ესენია „საქართველოს რკინიგზა“, ბათუმის პორტი, აზერბაიჯანის რკინიგზა, ბაქოს ნავსადგური. ტერმინალი აღჭურვილი იქნება მინერალური სასუქების გადატვირთვისათვის საჭირო თანამედროვე დანადგარებით. სასაწყობე ობიექტები განკუთვნილია 60 000 ტონა ჯამური მოცულობის სასუქის შესანახად.  ტერმინალის დაგეგმილი საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 1 200 000 ტონამდე მინერალური სასუქის გადამუშავების საშუალებას იძლევა.

ბათუმის პორტში სატვირთო ტერმინალი - Sputnik საქართველო
ბათუმის პორტში ახალი ტერმინალი აშენდება

ბათუმის პორტში მულტიმოდალური ტერმინალის პროექტის პრეზენტაციას  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია დაესწრო.

მისი თქმით, პროექტს ძალიან დიდი შედეგიანობა ექნება როგორც ბათუმის პორტისთვის და აჭარისთვის, ასევე „საქართველოს რკინიგზისთვისაც“, რომელიც ამ ტვირთებს გადაზიდავს:

„ეს არის ერთ-ერთი ინდუსტრიული პროექტი და, რა თქმა უნდა, აჭარის გარდა მთელი საქართველოს მასშტაბითაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. მიგვაჩნია, რომ ასეთი ტიპის პროექტები უფრო მეტ საფუძველს შექმნის და მაგალითს მისცემს სხვა კომპანიებს სხვა ქვეყნებიდან, რომ ანალოგიური ინვესტიციები განახორციელონ“, - აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი ქობულიას თქმით,  პროექტი, რომლის განხორციელებასაც აღნიშნული ინვესტიცია ემსახურება, საქართველოში დამატებით სატრანზიტო ტვირთებს მოიზიდავს.  და ეს ასევე ხელს შეუწყობს რკინიგზის დატვირთვას და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის არა მხოლოდ ბათუმსა და აჭარაში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებშიც.

გიორგი ქობულიას განცხადებით, ამერიკული კორპორაცია Trammo, რომელიც ბათუმის პორტში ახალი მულტიმოდალური ტერმინალის ინვესტორია, ბიზნესში უმაღლესი დონის ეკოლოგიურ სტანდარტებს იცავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0