00:46 17 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2721
  • 100 RUB4.6123
  • USD2.9663
ფოთის პორტი

ფოთში ახალი საზღვაო ტერმინალი აშენდება

© Sputnik / Alexander Imedashvili
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა–2018 (540)
162 0 0

ფოთის პორტი მეტი ტვირთის მიღებას შეძლებს

თბილისი, 4 თებერვალი - Sputnik. ფოთში ახალი საზღვაო ტერმინალი აშენდება, იუწყება საქართველოს მთვარობის ადმინისტრაცია.

ტერმინალის მშენებლობას ამერიკის შეერთებული შტატების კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციასა (OPIC) და „პეის ჯგუფს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს.

ფოთის პორტის აკვატორია გაღრმავდება 12 მეტრით, რათა 50 ათასი ტონის ტვირთამწეობის გემების მიღება შეძლოს. პროექტის საერთო ღირებულება 120 მილიონი დოლარია, ხოლო 50 მილიონი დოლარის ინვესტიციას OPIC-ი განახორციელებს.

„ახალი, მძლავრი საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფნად ჩამოყალიბების საქმეში, მით უფრო, რომ ჩვენ გვაქვს მიზანი, საქართველო გახდეს რეგიონული ეკონომიკური ცენტრი და რეგიონული ჰაბი ლოგისტიკასა და ტრანსპორტში“, - განაცხადა  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხელშეკრულების გაფორმებისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე. 

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს იქნება თანამედროვე სატერმინალო კომპლექსი, რომელიც მასშტაბურ ცვლილებებს მოუტანს ქვეყნის და რეგიონულ ეკონომიკას.

„დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი გახდება ერთ-ერთი სამაგალითო არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთლიანად რეგიონში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა–2018 (540)

მთავარი თემები