02:54 06 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2796
  • 100 RUB4.6333
  • USD2.9573
თბილისის ერთ-ერთი ძველი ქარხნის პავილიონი

ანაკლიის პორტთან ახლოს ახალ ქარხანას ააშენებენ

FB / SET FEST
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ანაკლია – მომავლის ქალაქი (34)
13910

საწარმოს მშენებლობაში 1,7 მილიონ დოლარამდე ინვესტირება იგეგმება.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ქართული კომპანია „პრაიმ ბეტონი" ხობში ევროპული სტანდარტების შესაბამის ცემენტის ნაკეთობათა საწარმოს გახსნის, აღნიშნულია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

პროგრამა „აწარმოე საქართველოში" 2014 წლიდან ხორციელდება. ამ პროგრამით უკვე განხორციელდა 435 პროექტი, რამაც 16,1 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა.

ახალი საწარმოს გახსნის მიზნით კომპანია „პრაიმ ბეტონისთვის" უკვე გამოიყო 16,7 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ფართობი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები.

ახალ ქარხანაში ჩაიდება 1,7 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია. საინვესტიციო პროექტის მიხედვით, კომპანია წელიწადში შეძლებს 350 ათასზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებას თავისი პროექტებისთვის.

კომპანია „პრაიმ ბეტონი" ბევრ სამშენებლო პროექტს ახორციელებს, მათ შორის, ფოთის პორტის რეკონსტრუქციას, ანაკლიაში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობას, თბილისის მეტროპოლიტენის სადგურს „უნივერსიტეტი".

ხობიდან 40 კილომეტრში მდებარეობს ანაკლია, სადაც „საუკუნის პროექტი" - საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა მიმდინარეობს.

თემები:
ანაკლია – მომავლის ქალაქი (34)

მთავარი თემები