ანაკლიის პორტთან ახლოს ახალ ქარხანას ააშენებენ

© FB / SET FESTთბილისის ერთ-ერთი ძველი ქარხნის პავილიონი
თბილისის ერთ-ერთი ძველი ქარხნის პავილიონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საწარმოს მშენებლობაში 1,7 მილიონ დოლარამდე ინვესტირება იგეგმება.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ქართული კომპანია „პრაიმ ბეტონი" ხობში ევროპული სტანდარტების შესაბამის ცემენტის ნაკეთობათა საწარმოს გახსნის, აღნიშნულია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

პროგრამა „აწარმოე საქართველოში" 2014 წლიდან ხორციელდება. ამ პროგრამით უკვე განხორციელდა 435 პროექტი, რამაც 16,1 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა.

XVIII საუკუნის ციხესიმაგრე ანაკლიაში - Sputnik საქართველო
მომავალი იწყება დღეს: როგორი იქნება საქართველოს ულტრათანამედროვე ქალაქი

ახალი საწარმოს გახსნის მიზნით კომპანია „პრაიმ ბეტონისთვის" უკვე გამოიყო 16,7 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ფართობი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები.

ახალ ქარხანაში ჩაიდება 1,7 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია. საინვესტიციო პროექტის მიხედვით, კომპანია წელიწადში შეძლებს 350 ათასზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებას თავისი პროექტებისთვის.

კომპანია „პრაიმ ბეტონი" ბევრ სამშენებლო პროექტს ახორციელებს, მათ შორის, ფოთის პორტის რეკონსტრუქციას, ანაკლიაში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობას, თბილისის მეტროპოლიტენის სადგურს „უნივერსიტეტი".

ხობიდან 40 კილომეტრში მდებარეობს ანაკლია, სადაც „საუკუნის პროექტი" - საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0