საქართველოს მთავრობა ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს

© photo: Sputnik / Stringerეროვნული ვალუტა
ეროვნული ვალუტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვებ-გვერდზე ამ დროისთვის ატვირთული ინფორმაციის მიხედვით, სასესხო დავალიანების მთლიანი მოცულობა 3 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. პრობლემური სესხების შესახებ ინფორმაცია ატვირთულია მხოლოდ და მხოლოდ პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე – vali.ge, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვის ჩამოაწერენ სესხებს: ვებ-გვერდი დღეს ამოქმედდება>>>

პრემიერ-მინისტრმა ახალი ინიციატივა მიმდინარე წლის ნოემბერში გაახმოვანა, რომლის თანახმად, ახალ წლამდე საბანკო დავალიანება ჩამოეწერებათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ე.წ. შავ სიაში არიან მოხვედრილი. „შავ სიაში" შედიან ადამიანები, რომლებიც დროულად არ ფარავენ საბანკო დავალიანებებს, რა დროსაც გროვდება დიდი ჯარიმები და ვალის მთლიანი მოცულობა იზრდება.

50-ლარიანი კუპიურები - Sputnik საქართველო
რა შემთხვევაში ჩამოუწერს მიკროსაფინანსოების ნაწილი ვალს „შავ სიაში“ მყოფებს

ნოემბერში პრემიერმა განაცხადა, რომ საუბარი ეხება 1,5 მილიარდ ლარს, რომლითაც დაიფარება საფინანსო ორგანიზაციების წინაშე 600 ათასი მოქალაქის საბანკო დავალიანებები. არსებული ინფორმაციით, ამ ვალების ჩამოწერას „ქართუ ბანკი" ითავებს, რომლის დამფუძნებელია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

ე.წ. შავ სიაში შეყვანილი მოქალაქეების სასესხო დავალიანების შესახებ ინფორმაცია სპეციალურ ვებ-გვერდზე vali.ge 10 დეკემბრიდან გახდა ხელმისაწვდომი.

როგორც ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პრობლემური სესხების გადასამოწმებელი ვებ-გვერდის ამოქმედების შემდეგ ინტერნეტში მისი რამდენიმე ყალბი ანალოგი შეიქმნა (მაგალითად, Wali.ge), სადაც სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის სარეკლამო ინფორმაციებია განთავსებული. ყალბი საიტები ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ურჩევენ, კვლავ აიღონ რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სწრაფი სესხები.

„გათეთრებულთა“ ხვედრი... ანუ რას დაეყრდნობა საბანკო ვერდიქტი>>>

ფინანსთა სამინისტრო მსესხებლებს აფრთხილებს, რომ პრობლემური სესხების შესახებ ინფორმაცია ატვირთულია მხოლოდ ვებ-გვერდზე vali.ge და არა სხვა ვებ-გვერდებზე, რაც ინტერნეტში გავრცელდა.

თუ მსესხებელი აღნიშნულ ონლაინ-ბაზაში საკუთარ მონაცემებს იპოვის, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში გაუნულდება ვებ-გვერდზე გამოტანილი დავალიანება.

ეროვნული ბანკის ოფისი - Sputnik საქართველო
„შავი სიის“ გათეთრების თეორია და პრაქტიკა... ანუ ვისთვის და როგორ?!

„ვებ-გვერდზე vali.ge ამ დროისთვის ატვირთულია ინფორმაცია 407 ათასზე მეტი მსესხებლის 679 ათასზე მეტი სასესხო ჩანაწერის შესახებ, რომელთა სასესხო დავალიანების მთლიანი მოცულობა შეადგენს 3 მილიარდ ლარზე მეტს", – აღნიშნულია განცხადებაში.

ვებ-გვერდზე ამ ეტაპზე ატვირთულია შემდეგი საფინანსო ორგანიზაციებიდან შეძენილი სესხები/კრედიტები: სს „საქართველოს ბანკი", სს „თიბისი ბანკი",  სს „ლიბერთი ბანკი", სს „სილქ როუდ ბანკი", სს „ხალიკ ბანკი საქართველო", სს „იშბანკი საქართველო".

უწყების ცნობით, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში ერთიან მონაცემთა ბაზას მათი მონაცემებიც დაემატება.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვალები ჩამოეწერებათ იმ პირებს, ვინც გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებს. საუბარია იმ ადამიანებზე, ვისაც კრედიტი მის განულებამდე მინიმუმ ერთი წლით ადრე აქვს აღებული და პროცენტი არც ერთხელ არ გადაუხდია; ასევე თუ აღებული კრედიტის ძირითადი ოდენობა პროცენტებისა და ჯარიმების გარეშე 2 ათას ლარს არ აღემატება.

 

ყველა ახალი ამბავი
0