04:45 23 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ (24)
25010

ახალ საწარმოში 70 ადამიანი დასაქმდება

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. თერჯოლაში ფეროშენადნობის ქარხანა გაიხსნება, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

ფეროშენადნობის მწარმოებელი ქარხანა თერჯოლაში  სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაიხსნება.

შპს „ექსიმგრუპი“ ქართული კომპანიაა, რომელსაც  სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ კვახჭირში მდებარე 33 000კვ მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საინვესტიციო ვალდებულებით გადასცა.

სააგენტოს ცნობით, შპს „ექსიმგრუპი“ საწარმოს აღჭურვისა და ფუნქციონერებისათვის 2 500 000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს და 70 ადამიანს დაასაქმებს.

საწარმოს ძირითადი მიმართულება ფეროსილიკონმანგანუმის წარმოება და საერთაშორისო საექსპორტო ბაზრებზე მისი რეალიზაციაა. ფეროსილიკონმანგანუმის ძირითადი მომხმარებელი კი მეტალურგიული ინდუსტრიაა.

რუსთავში მარილის საწარმო აშენდება >>

სააგენტოს ინფორმაციით, ახალი საწარმო ხელს შეუწყობს იმერეთის რეგიონის განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.

საქართველოში ეს მეორე ფეროშენადნობთა ქარხანა იქნება ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის შემდეგ, რომელიც საქართველოში 1933 წლიდან მოქმედებს. 

თემები:
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ (24)

მთავარი თემები