საქართველოში კიდევ ერთი ფეროშენადნობის ქარხანა იხსნება

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალ საწარმოში 70 ადამიანი დასაქმდება

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. თერჯოლაში ფეროშენადნობის ქარხანა გაიხსნება, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

 ხილის გადამამუშავებელი ქარხანა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენში - Sputnik საქართველო
ქარელში ხილის გადამამუშავებელი ქარხანა გაიხსნა

ფეროშენადნობის მწარმოებელი ქარხანა თერჯოლაში  სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაიხსნება.

შპს „ექსიმგრუპი“ ქართული კომპანიაა, რომელსაც  სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ კვახჭირში მდებარე 33 000კვ მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საინვესტიციო ვალდებულებით გადასცა.

სააგენტოს ცნობით, შპს „ექსიმგრუპი“ საწარმოს აღჭურვისა და ფუნქციონერებისათვის 2 500 000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს და 70 ადამიანს დაასაქმებს.

საწარმოს ძირითადი მიმართულება ფეროსილიკონმანგანუმის წარმოება და საერთაშორისო საექსპორტო ბაზრებზე მისი რეალიზაციაა. ფეროსილიკონმანგანუმის ძირითადი მომხმარებელი კი მეტალურგიული ინდუსტრიაა.

რუსთავში მარილის საწარმო აშენდება >>

სააგენტოს ინფორმაციით, ახალი საწარმო ხელს შეუწყობს იმერეთის რეგიონის განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.

საქართველოში ეს მეორე ფეროშენადნობთა ქარხანა იქნება ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის შემდეგ, რომელიც საქართველოში 1933 წლიდან მოქმედებს. 

ყველა ახალი ამბავი
0