ბახმაროს დასახლებული პუნქტის სტატუსი მიენიჭება

გამოწერა
ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმა გულისხმობს ბახმაროს სამთო-სათხილამურო კურორტად ქცევას და შემუშავებულია ოთხი სეზონის კურორტის კონცეფციის მიხედვით

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. კურორტ ბახმაროს უახლოეს პერიოდში დასახლებული პუნქტის სტატუსი მიენიჭება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის თქმით, წლების განმავლობაში ბახმაროსთვის გადაუჭრელი იყო სტატუსის მინიჭების საკითხი.

დოღი ბახმაროში - Sputnik საქართველო
ფერისცვალების დღესასწაულზე გურიაში ტრადიციული დოღი გაიმართება

„ბახმაროს უახლოეს პერიოდში დასახლებული პუნქტის სტატუსი მიენიჭება“, – განაცხადა მინისტრმა.

ცქიტიშვილის განცხადებით, ბახმაროში უკვე მიმდინარეობს ელექტრომომარაგების სამუშაოები, რაც წლების განმავლობაში პრობლემა იყო. ასევე წელს გამოცხადდება წყალკანალიზაციის საპროექტო სამუშაოების ტენდერი და წყალგაყვანილობის სამუშაოები სავარაუდოდ, მომავალ წელს დამთავრდება.

„რაც შეეხება ბახმაროს, როგორც კურორტის განვითარებას, სახელმწიფოს ამისთვისაც მნიშვნელოვანი რამ აქვს გაკეთებული. ეს არის ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმა, რაც გვაძლევს საშუალებას, ამ კურორტს მივუდგეთ ერთი კონცეფციის ფარგლებში. პირველ რიგში, გადავარჩინოთ ის უნიკალური გარემო, რის გამოც ბახმაროში დამსვენებელი ჩადის და მეორეს მხრივ, განვავითაროთ ის, როგორც თანამედროვე კურორტი“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მზის ჩასვლა ტბაზე - Sputnik საქართველო
ბახმარო ფესტივალ Sunset Fest-ს უმასპინძლებს

ცქიტიშვილის თქმით, ბახმაროში ელექტროგაყვანილობის სამუშაოებზე წელს 5 მილიონი ლარი იხარჯება.

მინისტრის თქმით, ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმა გულისხმობს ბახმაროს სამთო-სათხილამურო კურორტად ქცევას და შემუშავებულია ოთხი სეზონის კურორტის კონცეფციიდან გამომდინარე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საჭირო ინვესტიციების განსაზღვრა. 


ყველა ახალი ამბავი
0