ფერისცვალების დღესასწაულზე გურიაში ტრადიციული დოღი გაიმართება

© courtesy of Bakhmaro Horse Racing Cupდოღი ბახმაროში
დოღი ბახმაროში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ღონისძიების ფარგლებში ოთხი გარბენი მოეწყობა.

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. 19 აგვისტოს კურორტ ბახმაროში ტრადიციული დოღი „ბახმაროს თასი 2018“ გაიმართება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, დოღში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ცხენოსნები. 

ორგანიზატორების თქმით, წინა წლებთან შედარებით წელს დოღი გურიაში განსაკუთრებული, მასშტაბური და სანახაობრივი იქნება. 

გურიაში სამზადისი უკვე მიმდინარეობს.

гора Ушба - Sputnik საქართველო
იტალიაში გაიმართება ფესტივალი, რომელიც სვანეთს მიეძღვნება

ღონისძიების ორგანიზატორები არიან წყაროს წყალი „ბახმარო” და „ნაბეღლავის” მწარმოებელი „წყალი მარგებელი“. დოღის გამართვაში მონაწილეობს გურიის მუნიციპალიტეტიც. 

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ღონისძიების ფარგლებში ოთხი გარბენი მოეწყობა.

გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.

ბახმაროში დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, ყოველ 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციულ დოღსა და მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან ჩასული 50-ზე მეტი ცხენოსანი მონაწილეობდა.


ყველა ახალი ამბავი
0