20:23 16 აგვისტო 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.9495
  • 100 RUB3.8839
  • USD2.6074
წითელი ხიდი

ექსპრეს–ტრანზიტი საქართველოს გავლით: აზერბაიჯანიდან თურქეთამდე გზა ორჯერ შემცირდება

© FB / Ministry of Finance of Georgia
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (359)
134 0 0

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ამბიციური პროექტის წყალობით, აზერბაიჯანიდან თურქეთამდე გადაადგილება გაცილებით მოკლე დროში იქნება შესაძლებელი

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik.  საკონტროლო–გამშვები პუნქტი „წითელი ხიდიდან“ „სარფის“ საბაჟომდე გადაადგილების დრო ოთხ საათამდე შემცირდება, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების  დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ქარსელაძემ.

სარალიძემ  ქვეყანაში დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნო.

 „შემცირდება კორიდორის მთლიანი სიგრძე და გადაადგილების დრო. თუ დღეს 7-8 საათია საჭირო „წითელი ხიდიდან“  „სარფამდე“ მონაკვეთის დასაფარად, ეს 4-4,5 საათამდე შემცირდება. ასევე, გაიზრდება გადაადგილების სიჩქარე რიგ მონაკვეთებში 80–100%–ით გაიზრდება, ფაქტობრივად, გაორმაგდება“, – აღნიშნა ქარსელაძემ.

კვირიკაშვილი: კახეთს აეროპორტი და რკინიგზა სჭირდება>>>

მისი სიტყვებით, ახლო მომავალში სამინისტრო გეგმავს აღმოსავლეთ–დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ რიკოთის უღელტეხილზე სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერის გამოცხადებას. ასევე ცვლილებებია დაგეგმილი  ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთზე, რომელიც გახდება საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ავტომაგისტრალის ნაწილი. 

რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილია 50 კილომეტრი  გზის მშენებლობა, რომელზეც იქნება 96 ხიდი და 53 გვირაბი.

რაც შეეხება ქვეშეთი–კობს, იქ დაგეგმილია 22,7 –კილომეტრიანი გზის მშენებლობა, რომელზეც იქნება ექვსი ხიდი და ხუთი გვირაბი. ერთ–ერთი  9–კილომეტრიანი გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბი იქნება.

აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად მთლიანობაში დაახლოებით ორი მილიონი აშშ დოლარია განსაზღვრული.

 

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (359)

მთავარი თემები