თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ექსტრემალური ტურიზმის განვითარების მიზნით საქართველოში მღვიმეებისა და კანიონების შესწავლა მიმდინარეობს, ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებებიდან წყალქვეშამღვიმეებში ყვინთვის სპეციალისტიები ეწვივნენ.
ჯგუფის წევრები ერთი კვირის განმავლობაში წყალტუბოს, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში ტურისტულად აუთვისებელ სპელეოლოგიურ რესურსებს გამოიკვლევენ.
ამასთან ერთად ისინი, ადგილობრივ სპეციალისტებს ტრენინგს ჩაუტარებენ და სპეციალურ აღჭურვილობას გადასცემენ, რომლითაც ტურისტებს მოემსახურებიან.
„მიმდინარე ექსპედიციის და საქართველოს ექსტრემალური ტურისტული პოტენციალის შესახებ ჟურნალები: National Geographic, Underwater Speleology, და Quest სტატიებს და ბლოგებს მოამზადებენ“, — ნათქვამია განცხადებაში.
წყალტუბოში ამერიკელ სპეციალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა, მათ სამუშაოებს გაეცნო და ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა.