საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს მთავრობით კმაყოფილია

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშისაერთაშორისო სავალუტო ფონდი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში პროგრამის მიმოხილვის მოსამზადებლად მორიგ ვიზიტს სსფ-ის მისია მიმდინარე წლის აპრილში გამართავს

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ 4,8% შეადგინა, რაც მოსალოდნელ დონეს აღემატება, ნათქვამია პრესრელიზში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის ვიზიტის შედეგების მიხედვით, რომელიც გასულ კვირაში შედგა.

ახალი სამწლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერას ემსახურება, სსფ-მა 2017 აპრილში დაამტკიცა. შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოსთვის 297,5 მილიონი დოლარის გამოყოფას, საიდანაც 82,8 მილიონი დოლარი საქართველომ ადრე მიიღო.

ახალი თბილისი - Sputnik საქართველო
EBRD: საქართველო ევროპის „მეორე ტალღის" ლიდერია

„2017 წელს ეკონომიკური ვითარება პოზიტიური იყო. ზრდამ 4,8 პროცენტს მიაღწია, რასაც მოხმარების და საგარეო მოთხოვნის ზრდამ შეუწყო ხელი. ექსპორტის, ტურიზმის, და ფულადი გზავნილების გადმორიცხვების მატებამ ეკონომიკური აქტივობის ზრდა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-ს 7%-მდე შემცირება გახადა შესაძლებელი“, — ნათქვამია მისიის რელიზში.

რელიზში აღნიშნულია, რომ 2017 წელს ინფლაციამ სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბა და 6,7 პროცენტი შეადგინა, რაც ძირითადად საწვავსა და თამბაქოზე აქციზის განაკვეთის ზრდით იყო გამოწვეული. წლის დასასრულს ინფლაციური მოლოდინის გამოცოცხლების საპასუხოდ, წლის ბოლოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 7,25%-ამდე გაზარდა. შედეგად, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, 2018 წლის იანვარში, წლიურმა ინფლაციამ 4,3%-მდე დაიკლო.

„წინასწარი მონაცემები მიუთითებს, რომ ფისკალური მაჩვენებლები მოსალოდნელზე უკეთესად შესრულდა. ფისკალური დეფიციტი (სსფ-ს პროგრამის განსაზღვრების მიხედვით) მშპ-ს 2,9% იყო, რაც მოსალოდნელზე 0,5%-ით უკეთესი მაჩვენებელია. შემოსავლების მატება განპირობებული იყო სხვადასხვა გადასახადით მიღებული შემოსავლების მეტობით გეგმასთან შედარებით. მიმდინარე ხარჯები შეზღუდული იყო, ხოლო სახელმწიფო კაპიტალური ხარჯი გაიზრდილი. სამომავლოდ, მიმდინარე ხარჯების შემცირება და შემოსავლების მობილიზების გაუმჯობესება კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს სახელმწიფო კაპიტალური ინვესტიციების განსახორციელებლად და ინფტრასტრუქტურული გამოწვევების შესამცირებლად“, — აღნიშნულია პრესრელიზში.

თბილისი ნისლში - Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკა 2017 წელს 4,8%-ით გაიზარდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილა პროგრესი, რომელიც უფრო მაღალი და მდგრადი ზრდის მხარდაჭერის მიზნით სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში შეიმჩნევა.

„საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები საქართველოს შემოსავლების სამსახურის გაძლიერების, კაპიტალის ბაზრების განვითარების ხელშეწყობის და ფინანური უსაფრთხოების სისტემების დახვეწის მიმართულებით; პარლამენტს წარედგინა კანონპროექტები კერძო-საჯარო პარტნიორობისა და საპენსიო რეფორმის შესახებ“, — ხაზგასმულია მისიის შემაჯამებელ დოკუმენტში.

პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ ეკონომიკური ზრდის არსებული გამოცოცხლება საშუალებას იძლევა მობილიზდეს ადგილობრივი დანაზოგი, გაიზარდოს კერძო ინვესტიციები და მოხდეს ეკონომიკის დივერსიფიცირება. ეს რეფორმები საჭიროა საშუალოვადიანი ზრდის წასახალისებლად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ცხოვრების დონის ასამაღლებლად.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის გუნდი სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი პროგრამის მეორე მიმოხილვის ჩასატარებლად საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებებს 2018 წლის აპრილში გააგრძელებს.


ყველა ახალი ამბავი
0