07:43 25 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
ანტიბიოტიკების წარმოება საქართველოში

„აწარმოე საქართველოში": ანტიბიოტიკები ქვეყნისთვის და საექსპორტოდ

© Sputnik / Levan Avlabreli
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
აწარმოე საქართველოში-2018 (33)
353 0 0

საქართველო საინექციო ანტიბიოტიკების სტერილური ფორმების წარმოება-მიწოდების რეგიონული ლიდერია. ხუთი წლის განმავლობაში ქარხანამ Abi Pharm წამლების წარმოება ნულიდან დაიწყო, ააწყო და პროდუქცია ექსპორტზე გაიტანა.

დღეს Abi Pharm-ი დღეში 10 000-მდე ფლაკონს აწარმოებს, კომპანიამ მიიღო სტანდარტის სერტიფიკატი GMP (სათანადო საწარმოო პრაქტიკა) და ქვეყანაში ანტიბიოტიკების პრაქტიკულად ერთადერთი მომწოდებელია.

"Sputnik-საქართველოს" გადამღები ჯგუფმა წეროვანში ქარხანა Abi Pharm-ი დაათვალიერა.

ყველაფრის ნულიდან დაწყება…

წარმატებული წარმოებისთვის მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის. მსგავსი სიტყვები ბევრს უთქვამს. მაგრამ Abi Pharm-ის შემთხვევაში სწორედ იდეამ და სათანადო გათვლამ განაპირობა საწარმოს წარმატება.

© Sputnik / Levan Avlabreli
როგორ მზადდება წამლები და ანტიბიოტიკები საქართველოში

ქარხნის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო, იდეა კი გაცილებით ადრე გაჩნდა. Abi Pharm-ის დამფუძნებლებმა საქართველოში მედიკამენტების ბაზარი შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ქვეყანაში საინექციო ანტიბიოტიკებს არავინ აწარმოებდა.

„2010 წელს საწარმოს მშენებლობა დაიწყო. ეს რამდენიმე წელი გაგრძელდა, რაც საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდაა, რადგან ფარმაცევტიკას თავისი სპეციფიკა გააჩნია. ორ-სამ თვეში ქარხანას ვერ ააშენებ", — განაცხადა კომპანია Abi Pharm-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ჭანკოტაძემ „Sputnik-საქართველოსთან" ინტერვიუში.

შენობა ევროპულ სტანდარტებს სრულად შეესაბამება. თუმცა, შენობის აშენება — ეს მხოლოდ დასაწყისია. ქართული კანონმდებლობის თანახმად, წამლების წარმოების ასამუშავებლად ნებართვის მიღება არის საჭირო. ლიცენზიას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გასცემს.

ქარხანა აწარმოებს საინექციო ანტიბიოტიკების სტერილური ფორმებს. ეს საქართველოში და მთელ რეგიონში ერთადერთი მსგავსი საწარმოა.

Abi Pharm-ი აწარმოებს ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკების 12 დასახელებას, რომელთა დანიშნულებაა სეფსისთან და სხვა ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლა.

Abi Pharm производит 12 наименований антибиотиков
© Sputnik / Levan Avlabreli
Abi Pharm 12 დასახელების ანტიბიოტიკს აწარმოებს

საინექციო ანტიბიოტიკები აბსოლუტურად სტერილურ გარემოში მზადდება, რათა ადამიანის ორგანიზმში ინფექციის მოხვედრის ალბათობა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ეს კი ართულებს წარმოების პროცესს და საპასუხისმგებლო მიდგომას მოითხოვს.

„აწარმოე საქართველოში"

ქარხანაში დამზადებული პროდუქცია თავდაპირველად ადგილობრივ ამბულატორიებში შედიოდა, თუმცა, საწარმოს ამუშავებიდან მეოთხე წელს დამფუძნებლებმა საწარმოს გაფართოება, გადაიარაღება და ანტიბიოტიკების საექსპორტოდ გატანა გადაწყვიტეს.

Abi Pharm-ის მფლობელებმა მიმართეს სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში".

„გაფართოება და გადაიარაღება გადავწყვიტეთ. ადგილობრივი ბაზრისთვის სიმძლავრეები საკმარისი არ იყო. 2015 წლის დასაწყისში მივმართეთ პროგრამა „აწარმოე საქართველოში", რამაც კარგი შედეგი გამოიღო", — განაცხადა Abi Pharm-ის გენერალურმა დირექტორმა.

Здание Abi Pharm полностью соответствует европейским стандартам
© Sputnik / Levan Avlabreli
Abi Pharm მთლიანად შეესაბამება თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს

პროგრამა „აწარმოე საქართველოში" წყალობით ქარხნის დამფუძნებლებმა 1 მილიონი აშშ დოლარის დაბალპროცენტიანი კრედიტი მიიღეს და ქარხნის წარმატებულად გადაიარაღება შეძლეს.

„უფრო მაღალ სტანდარტზე გადავედით, წარმოება დაახლოებით 300%-ით გაიზარდა, რამაც ხარისხის გაუმჯობესება და დაწუნებული პროდუქციის შემცირება გამოიწვია", — დასძინა მან.

მანამდე ქარხანა ჩინური დანადგარებით იყო აღჭურვილი, კრედიტის მიღების შემდეგ შეისყიდეს იტალიური ხაზი, რომლის მეშვეობით, სხვა ყველაფერთან ერთად, წუნის რაოდენობა შემცირდა.

მცირე ბაზარი

ქარხანა Abi Pharm-მა მიიღო GMP სერტიფიკატი, რაც მას პროდუქციის ექსპორტზე გატანის უფლებას აძლევს.

„შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში ამ საინექციო ფორმების წარმოებაზე GMP სერტიფიკატი მხოლოდ ჩვენ გვაქვს… ჩვენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლის და ექსპორტის დაწყების შესაძლებლობა გაგვიჩნდა, რასაც ვაკეთებთ კიდეც", — განაცხადა ჭანკოტაძემ.

Генеральный директор компании Abi Pharm Ираклий Чанкотадзе
© Sputnik / Levan Avlabreli
კომპანია Abi Pharm-მას გენერალური დირექტორი ირაკლი ჭანკოტაძე

2016 წელს კომპანიამ მედიკამენტების საცდელი პარტია უზბეკეთს მიაწოდა. წელს კომპანიამ 2 მილიონი აშშ დოლარის ანტიბიოტიკების მიწოდებაზე კონტრაქტი ტაშკენტთან გააფორმა. მიწოდება უზბეკეთში სექტემბრიდან დაიწყება.

ანალოგიური კონტრაქტის გაფორმება იგეგმება უკრაინასთან, სომხეთთან და ყირგიზეთთან.

„ყოველთვის ვცდილობთ გავაფართოვოთ ბაზარი, თუმცა, ძირითად მომხმარებლებად პოსტსაბჭოთა ქვეყნები რჩებიან", — აღნიშნა ჭანკოტაძემ.

2016 წელს კომპანიამ 3,5 მილიონი ლარის მედიკამენტი გამოუშვა. გამოშვებული პროდუქციის დიდი ნაწილი ქვეყნის შიგნით იყიდება, თუმცა, მწარმოებლები პატარა ბაზარს უჩივიან.

ანტიბიოტიკების წარმოების დაწყებამდე მედიკამენტები მთლიანად ევროკავშირის და აზიის ქვეყნებიდან შემოდიოდა.

ჭანკოტაძის თქმით, მათი მთავარი კონკურენტები ჩინეთი და ინდოეთია. თუმცა, ის დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში Abi Pharm-ი საქართველოში მათ მთლიანად ჩაანაცვლებს.

„მიუხედავად იმისა, რომ იმპორტი დიდია, ისინი ვერ გვაჯობებენ, რადგან ჩვენ ქვეყნის შიგნით ვაწარმოებთ და მათ ჩვენზე უკეთესი ფასი ვერ ექნებათ. ჩვენი ფასი ყველაზე კონკურენტულია", — აცხადებს ჭანკოტაძე.

საკადრო პრობლემა

პროფესიონალი კადრების გარეშე საწარმო ვერ იმუშავებს. მაგრამ საქართველოში ფარმაცევტების მწვავე დეფიციტია, აცხადებს Abi Pharm-ის გენერალური დირექტორი, რის გამოც კომპანია თანამშრომლებს ნაწილობრივ თავად ამზადებს.

მიუხედავად ამისა, Abi Pharm-სთვის კადრების წყაროს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი წარმოადგენს.

Инструкция для сотрудников Abi Pharm
© Sputnik / Levan Avlabreli
ინსტრუქცია თანამშრომლებისთვის

„რა თქმა უნდა, გვიჭირს. ამ პერიოდში კადრები, ასე ვთქვათ, თავად გავზარდეთ. თუ თავიდან სამ-ოთხკაციანი „ჩონჩხი" ჩამოყალიბდება, ის დანარჩენ თაობებს ეხმარება", — განაცხადა ჭანკოტაძემ.

მისი თქმით, ქარხანაში 40 ახალგაზრდა და პერსპექტიული თანამშრომელი მუშაობს.

როგორ მუშაობს…

საინტერესოა თავად წამლის დამზადების პროცესი. ყველაფერი შენობაში არსებული გასახდელიდან იწყება. აქ თანამშრომელი სამუშაო ტანსაცმელს იცვამს. ადამიანს, რომელმაც უკვე გამოიცვალა ტანსაცმელი, გარეთ გასვლა და ისევ წარმოებაში შესვლა აღარ შეუძლია.

შემდეგ თანამშრომლები ხელთათმანებს იკეთებენ, ხდება ხელების სტერილიზაცია და ისინი მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ შედიან საწარმოში.

ანტიბიოტიკების წარმოება ფლაკონების რეცხვით იწყება, რომლებიც ჩინეთიდან და შვეიცარიიდან შემოდის. ფლაკონები საწყობიდან აბაზანაში ხვდება. ყველაფერი ავტომატიზებულია.

გარეცხვის შემდეგ ფლაკონები სპეციალურ დაზგაზე გარედან და შიგნიდან წყლის ჭავლით ირეცხება. შემდეგ ფლაკონებიდან შეკუმშული ჰაერით წყლის წვეთები გამოიდევნება, მერე კონვეიერით სტერილიზატორში ხვდებიან — 300 გრადუსამდე გახურებულ სპეციალურ კამერაში.

Фармацевтическая фабрика - производство антибиотиков в Грузии
© Sputnik / Levan Avlabreli
ფარმაცევტული ფაბრიკა - ანტიბიოტიკების წარმოება საქართველოში

გასტერილებული ფლაკონები ხვდება ხაზზე, სადაც მათში ფხვნილის სახით წამალი იყრება, რომელიც შვეიცარიიდან შემოდის.

ეს ქარხანაში ყველაზე სტერილური ადგილია. ფხვნილის ჩაყრის დროს არანაირი მიკრობი არ უნდა არსებობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროდუქცია დაიწუნება.

წამლის ჩაყრის შემდეგ ფლაკონს რეზინის ხუფი ეხურება.

შემდეგ წამალი სხვა განყოფილებაში გადადის, სადაც მას ალუმინის ხუფი ეხურება — ეს უკვე ნახევრად მზა პროდუქტია.

ნახევრად მზა პროდუქტი კონვეიერით ხვდება საამქროში, სადაც მას ეტიკეტს და სერიულ ნომერს აკრავენ. თითოეულ ფლაკონს თავისი უნიკალური სერია გააჩნია, რაც პროდუქციის გაკონტროლებას აიოლებს.

შემდეგ განყოფილებაში წამალი ყუთებში იფუთება და საწყობში გადადის.

ზოგჯერ წუნიც არსებობს. დაწუნებული წამალი აღიწერება, იფუთება პოლიეთილენში და გარედან მიუთითებენ სახეობას და წონას. შემდეგ ის საცავში ინახება, საიდანაც ის სპეციალიზებულ კომპანიას გასანადგურებლად მიაქვს.

დაწუნებული ფლაკონების წარმოებაში დაბრუნება კატეგორიულად იკრძალება.

ბიზნესის წარმოების სიმარტივე

Abi Pharm-ის გენერალური დირექტორის თქმით, საქართველოში ბიზნესის კეთება ძალიან ადვილია. დარეგისტრირება და წარმოების დაწყება სხვა ქვეყნებთან შედარებით ძალიან სწრაფი და მარტივია. მაგრამ მოგვიანებით, პროდუქციის რეალიზაციისას, სირთულეები იქმნება, აცხადებს ჭანკოტაძე.

„ასეთი წარმოების გახსნა სხვა ქვეყანაში უფრო რთულია. მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რომ ჩვენ არ ვართ მდიდარი ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკებსა და ორგანიზაციებს ჩვენ პროდუქციას დროულად ვაწვდით, პრობლემები თანხის გადახდას უკავშირდება. მათ უჭირთ დროულად თანხის გადახდა", — განაცხადა ჭანკოტაძემ.

თანხის გადახდის პრობლემები იმიტომ იქმნება, რომ საავადმყოფოები კერძოა. ისინი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მუშაობენ, მედიკამენტებსა და მკურნალობაზე დახარჯულ თანხებს კი სახელმწიფო ურიცხავს. თუმცა, ეს გადარიცხვები გვიანდება, რაც მომწოდებლებთან მედიკამენტებთან დაკავშირებულ ანგარიშსწორებას აფერხებს.

თემები:
აწარმოე საქართველოში-2018 (33)

მთავარი თემები