თბილისი, 12 მაისი — Sputnik. ერთ–ერთი ყველაზე ჰუმანური პროფესიის, მედდების საერთაშორისო დღე (International Nurses Day) ყოველწლიურად 12 მაისს აღინიშნება.
ეს თარიღი უკავშირდება ერთ–ერთი ყველაზე გამოჩენილი ინგლისელის – ფლორენს ნაითინგეილის (Florence Nightingale) დაბადების დღეს, რომელმაც ყირიმის ომის დროს (1853–1856 წლები) მსოფლიოში პირველი მოწყალების დების სამსახური ჩამოაყალიბა.
გადაწყვეტილება მედიცინის დის საერთაშორისო დღის ოფიციალური აღნიშვნის შესახებ 1974 წლის იანვარში მიიღეს.
მედიცინის დებს მიღებული აქვთ დაწყებითი სამედიცინო განათლება და ასრულებენ ექიმის დანიშნულებას. ექთნები – ექიმის თანაშემწეები მუშაობენ უშუალოდ პაციენტებთან მთელი მკურნალობის განმავლობაში. სამედიცინო მომსახურების დიდ ნაწილს სწორედ მედდის პერსონალი ახორციელებს.
საქართველოში დაახლოებით 20 ათასი ექთანი მუშაობს. ფუნქციონირებს „საქართველოს ექთანთა ასოციაცია“.