საქართველოში პაციენტისა და ექიმის დღე პირველად აღინიშნა

© Sputnik / Levan Avlabreliთბილისში აქცია "პაციენტის უფლებების ცხელი ხაზი" გაიმართა
თბილისში აქცია პაციენტის უფლებების ცხელი ხაზი გაიმართა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტ „პაციენტის უფლებების ცხელი ხაზი“ ინიციატორებმა პაციენტისა და ექიმის დღეს გაწეული სამუშაო შეაჯამეს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საინფორმაციო კამპანიების წარმართვას ითვალისწინებდა.

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. საქართველოს ბიოეთიკისა და ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი საკითხების შემსწავლელმა საზოგადოებამ რუსთაველის გამზირზე მსვლელობა გამართა და ქვეყანაში პაციენტისა და ექიმის დღე პირველად აღინიშნა.

ინიციატივის ფარგლებში დილიდან რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდები გამოჩნდნენ, რომლებიც გამვლელებს პაციენტთა უფლებების დაცვის თაობაზე საინფორმაციო ბუკლეტებს ურიგებდნენ, იუწყება „Sputnik საქართველოს“ კორესპონდენტი. 

© Sputnik / Levan Avlabreliთბილისში აქცია "პაციენტის უფლებების ცხელი ხაზი" გაიმართა
თბილისში აქცია პაციენტის უფლებების ცხელი ხაზი გაიმართა - Sputnik საქართველო
თბილისში აქცია "პაციენტის უფლებების ცხელი ხაზი" გაიმართა

ღონისძიების მიზანია — მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა სამედიცინო მომსახურების მიღებისას. კერძოდ, როგორ უნდა დაიცვან ადამიანებმა საკუთარი უფლებები და სამედიცინო სფეროში დასაქმებულთა მხრიდან დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, რეაგირების რა მექანიზმები არსებობს საქართველოში.

მსვლელობის შემდეგ საქართველოს ბიოეთიკისა და ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი საკითხების შემსწავლელი საზოგადოების წარმომადგენლებმა 2016–2017 წლების განმავლობაში პროექტის „პაციენტის უფლებების ცხელი ხაზი“ მიღწევები შეაჯამეს. ეს პროექტი მესამე წელია ფონდ „ღია საზოგადოება — საქართველოს“ მხარდაჭერით ხორციელდება. 

© Sputnik / Levan Avlabreliთბილისში აქცია "პაციენტის უფლებების ცხელი ხაზი" გაიმართა
თბილისში აქცია პაციენტის უფლებების ცხელი ხაზი გაიმართა - Sputnik საქართველო
თბილისში აქცია "პაციენტის უფლებების ცხელი ხაზი" გაიმართა

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ 2016 წელს, საქართველოს ხუთი რეგიონის ათ ქალაქში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები  ადგილობრივ მოსახლეობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გამგეობების ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან. ასევე ჩატარდა შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან, რომელთაც მიეწოდათ ინფორმაცია, რომელიც მათ სამედიცინო მომსახურების მიღებისას გამოადგება.


ყველა ახალი ამბავი
0