საქართველოში 500 კგ-ზე მეტი ოდენობის მედიკამენტების უკანონოდ შემოტანა აღკვეთეს

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიმედიკამენტები
მედიკამენტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამი კვირის განმავლობაში მებაჟეებმა თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან მედიკამენტების უკანონოდ შემოტანა აღკვეთეს.

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. სასაზღვრო-გამშვები პუნქტებზე   30 სექტემბრიდან 22 ოქტომბრის პერიოდში თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები (526.852 კგ. და 34.05 აბი) ამოიღეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პრეს-სამსახური. 

ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანის მოქალაქეს ნარკოდანაშაულის გამო საქართველოში პატიმრობა ელის

მედიკამენტები თურქეთ-საქართველოს, საქართველო-აზერბაიჯანისა და საქართველო-სომხეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე ამოიღეს.

 ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანისა და რეალიზაციის კუთხით, საქართველოში მკაცრი კონტროლი ხორციელდება.

საქართველოში მედიკამენტები სამ ჯგუფად იყოფა. პირველ ჯგუფში ის მედიკამენტებია შეტანილი, რომელთა შეძენაც ექიმის რეცეპტის გარეშეა შესაძლებელი, მეორე და მესამე ჯგუფში შეტანილი  მედიკამენტების გაყიდვა კი რეცეპტის გარეშე აკრძალულია.


!-- —>
!-- —>

ყველა ახალი ამბავი
0