აზერბაიჯანის მოქალაქეს ნარკოდანაშაულის გამო საქართველოში პატიმრობა ელის

CC BY-SA 2.0 / Keith Allison / handcuffsეჭვმიტანილის დაკავება
ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანის მოქალაქეს, რომელსაც ჰეროინი აღმოაჩნდა, 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აზერბაიჯანის მოქალაქე, 37 წლის რ. ჰ. საკონტროლო-გამშვები პუნქტი „სარფის“ ტერიტორიაზე დააკავეს. მას ჰეროინი და ბუპრენორფინი აღმოაჩნდა, აღნიშნულია საქართველოს შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 223 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 1,7166 გრამ ჰეროინს შეიცავს. ასევე ამოღებულია ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 27 აბი.

ქოთანში მოყვანილი კანაფი - Sputnik საქართველო
პრიმორიეს მხარეში მოქალაქეს კანაფი აივანზე მოჰყავდა

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის მუხლით „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოდ დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება“, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო პატიმრობას.

ყველა ახალი ამბავი
0