თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. პრიმორიეს მხარეში ერთმა ქალბატონმა აივანზე ქოთნებში 93 ძირი კანაფი მოიყვანა. მას სასამართლომ 120 საათი სავალდებულო სამუშაოების შესრულება დააკისრა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ქალაქ ნახოდკას პროკურორის უფროსი თანაშემწის ანასტასია პიკულსკაიას ინფორმაციაზე დაყრდნობით.
„ბრალდებულმა, რომელმაც დანამდვილებით იცოდა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მცენარეების მოშენება აკრძალულია, მიმდინარე წლის აპრილში… ქოთნებში კანაფი დათესა და შემდეგ, მომწიფების სტადიამდე უვლიდა მათ“, — განაცხადა პიკულსკაიამ.
პროკურორის უფროსი თანაშემწის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მისი ბინის აივნის დათვალიერებისას 93 ძირი კანაფი ამოიღეს.
ბრალდებულს 120 საათი სავალდებულო სამუშაოების შესრულება დაეკისრა, განაცხადა პიკულსკაიამ.