აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთვის საინვესტიციო ლიმიტს გაზრდის

© FB / Минфин Грузииდიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის საიუბილეო ფორუმზე
დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის საიუბილეო ფორუმზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზიის განვითარების ბანკი უახლოეს მომავალში საქართველოს საგზაო მშენებლობის დასაფინანსებლად კრედიტებს გამოყოფს.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იაპონიაში ვიზიტის დროს აზიის განვითარების ბანკს საინვესტიციო ლიმიტის გაზრდისა და რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების თაობაზე შეუთანხმდა, აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ქუმსიშვილმა იაპონიაში, ქალაქ იოკოჰამაში აზიის განვითარების ბანკის საიუბილეო ფორუმში მიიღო მონაწილეობა და ბანკის ხელმძღვანელობასთან საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2007 წლიდან უჭერს მხარს. მის მიერ საქართველოსთვის უკვე გამოყოფილი თანხა 1,62 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო მიმდინარე პროექტების განხორციელებისთვის — დაახლოებით 1,05 მილიარდ აშშ დოლარს.

© FB / Минфин Грузииდიმიტრი ქუმსიშვილმა აზიის განვითარების ბანკის გენერალურ დირექტორთან, შონ ო‘ სალივანთან შეხვედრა გამართა.
Министр финансов Грузии Дмитрий Кумсишвили проводит переговоры с гендиректором АБР Шоном О'Салливаном - Sputnik საქართველო
დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიის განვითარების ბანკის გენერალურ დირექტორთან, შონ ო‘ სალივანთან შეხვედრა გამართა.

მთავარი შეთანხმება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის აზიის განვითარების ბანკის საიუბილეო ფორუმში მონაწილეობის ყველაზე მთავარი შედეგი საქართველოსთვის საინვესტიციო ლიმიტის გაზრდა გახდა.

„შევთანხმდით, რომ აზიის განვითარების ბანკის მხრიდან ქვეყნის საინვესტიციო ლიმიტი 200 მლნ აშშ დოლარიდან 350 მლნ აშშ დოლარამდე გაიზრდება. ასევე, გაგრძელდება ბანკის მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე რეფორმების მიმართ და მომზადდება საბიუჯეტო დახმარების ახალი სამწლიანი პროგრამა", — განაცხადა ქუმსიშვილმა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ ტაკეჰიკო ნაკაოსთან შეხვედრის შემდეგ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ბანკს საქართველოს განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვნის.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმისა და მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა. ესაა სივრცითი განვითარება, სადაც ბანკი აღმოსავლეთი-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ცალკეულ მონაკვეთებს აფინანსებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ბანკის მხრიდან ისეთი რეფორმების მხარდაჭერა, როგორიცაა საპენსიო, კერძო და საჯარო პარტნიორობის სისტემის ჩამოყალიბებისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმები", — აღნიშნა ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრომ აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მოამზადა შესაბამისი კანონპროექტები ყველა ზემოაღნიშნულ მიმართულებაზე, რომლებიც პარლამენტს განსახილველად გადაეგზავნება.

© FB / Минфин Грузииდიმიტრი ქუმსიშვილი და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი ტაკეჰინო ნაკაო
Президент Азиатского банка развития Такехико Накао и министр финансов Грузии Дмитрий Кумсишвили - Sputnik საქართველო
დიმიტრი ქუმსიშვილი და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი ტაკეჰინო ნაკაო

ინფრასტრუქტურული პროექტები

ვიზიტის ფარგლებში ფინანსთა მინისტრი ასევე შეხვდა აზიის განვითარების ბანკის გენერალურ დირექტორს შონ ო‘ სალივანს და ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ვენჩაი ჟანგს. მხარეები შეთანხმდნენ ბანკის მხრიდან საქართველოში ორი გზის — ბათუმის შემოვლითი გზისა (144 მლნ აშშ დოლარი) და ხარაგაული-ჩუმათელეთის გზატკეცილის (90 მლნ აშშ დოლარი) დაფინანსებაზე.

„ორივე მიმართულებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. უახლოეს მომავალში საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ხელი მოეწერება სასესხო შეთანხმებას. სამუშაოები 2017 წელს დაიწყება", — აღნიშნულია განცხადებაში.

მსოფლიო ბანკი - Sputnik საქართველო
მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე რეფორმებს დააფინანსებს

გარდა ამისა, შეხვედრაზე მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება აზიის განვითარების ბანკის მიერ კიდევ ერთი პროექტის — რიკოთის უღელტეხილზე გზის ერთ-ერთი მონაკვეთის დაფინანსების შესახებ. პროექტის ღირებულება 130 მლნ აშშ დოლარი იქნება, აღნიშნავენ ფინანსთა სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკი საქართველოში არა მხოლოდ აღმოსავლეთი-დასავლეთის, არამედ ჩრდილოეთი–სამხრეთის საგზაო სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარებასაც უჭერს მხარს. კერძოდ, საუბარია თბილისი-ლარსის მიმართულების განვითარებაზე, რომელიც მოიცავს მლეთა-კობის გვირაბს. პროექტის ღირებულება 450 მლნ აშშ დოლარია.

„ქართულმა მხარემ აზიის განვითარების ბანკის ხელმძღვანელებს ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის შეხედულებები გააცნო… შეხვედრის დასასრულს ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები აზიის განვითარების ბანკთან წლის ბოლომდე დადებითად დასრულდება", — აღნიშნულია სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0