მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე რეფორმებს დააფინანსებს

© AP Photo / Andy Wongმსოფლიო ბანკი
მსოფლიო ბანკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო ბანკის კრედიტის დანიშნულებაა საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებების გამჭვირვალობის ამაღლება ფინანსური ზედამხედველობის გაძლიერებისა და საბიუჯეტო დაგეგმარების გაუმჯობესების გზით.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. ინკლუზიური ზრდის პროგრამული განვითარების პოლიტიკის მეორე ოპერაციის ფარგლებში (Second Inclusive Growth Programmatic Development Policy Operation for Georgia – DPO-2) მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის 47.2 მილიონი ევროს სესხი დაამტკიცა, ნათქვამია მსოფლიო ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ინკლუზიური ზრდის განვითარების პოლიტიკა ითვალისწინებს სახელმწიფო დაწესებულებების ფინანსური ზედამხედველობის მხარდაჭერას, სახელმწიფო დაწესებულებების ბიუჯეტების შემუშავებისა და მოქალაქეთა სოციალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ხელსაყრელი ეკონომიკური პირობების შექმნის გზით. განვითარების პოლიტიკის მეორე ოპერაცია მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2013 წელს დაუმტკიცა.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, პროგრამა განვითარების პოლიტიკის გასულ ოპერაციებს ეყრდნობა, რომლებიც მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე იყო მიმართული.

ლევან კალანდაძე - Sputnik საქართველო
მსოფლიო ბანკი საქართველოს მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნად განიხილავს

კრედიტი დამტკიცებულია 25 წლის ვადით და 14-წლიანი საგრანტო პერიოდით.

"ინკლუზიური ზრდა მოითხოვს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციების განხორციელებას და აყვავებულ კერძო სექტორს. ამჟამინდელი ოპერაცია საქართველოს მთავრობას ამ მიზნებიდან რამდენიმეს მიღწევაში დაეხმარება", — განაცხადა მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა მონა პრასადმა.

ინკლუზიური ზრდის განვითარების პროგრამა საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმას ეყრდნობა, რომელიც ითვალისწინებს: ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობ რეფორმებს და სამუშაო ადგილების შექმნას, განათლების რეფორმას, რომელიც ეკონომიკურ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული, რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას და მმართველობის რეფორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტურობასა და მეტ გამჭვირვალობას.

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 1992 წლიდან 2,24 მილიარდი დოლარი გამოუყო.

ყველა ახალი ამბავი
0