თბილისის ელექტროქსელები ზამთრისათვის მზად არის

© telasi.geქვესადგური
ქვესადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანია "თელასმა" ზამთრისათვის მოსამზადებელი სამუშაოები დაასრულა და საავარიო სამსახურები უზრუნველყო აუცილებელი ხელსაწყოებითა და მასალებით.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. კომპანია "თელასი" 2016-2017 წლის შემოდგომა–ზამთრის სეზონს მომზადებული ხვდება.

ამგვარი დასკვნა გააკეთა "ინტერ რაო"-ს სპეციალურმა კომისიამ, რომელმაც სს "თელასის" სამეწარმეო აქტივების შემოდგომა–ზამთრის სეზონისთვის მზადყოფნა შეამოწმა  და კომპანიას შესაბამისი პასპორტი გადასცა.

შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის მზადებას კომპანია "თელასი" ყოველწლიურად გაზაფხულზე იწყებს. სს „თელასის“ გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა კომისია, რომელიც  შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებაზე იყო პასუხისმგებელი.

თელასი - Sputnik საქართველო
ელექტროქსელზე რემონტის გამო "თელასი" ელექტროენერგიის შეზღუდვებს იწყებს

გეგმის მიხედვით, "თელასმა" ჩაატარა სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოები 110/35 და 10(6) კილოვოლტიანი ქვესადგურების  გამანაწილებელ მოწყობილობებზე, მოდერნიზების სამუშაოები სატრანსფორმატორო ქვესადგურების ელექტროტექნიკურ ნაწილზე;  სარემონტო–პროფილაქტიკური სამუშაოები ჩაუტარდა 110 და 35 კილოვოლტიან ელექტროგადამცემ ხაზებს, შეიცვალა 35/10/6 კილოვოლტიანი ძაბვის მოძველებული  საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზები და ა.შ.

"აღნიშნული სამუშაოების ჩატარების მიზანია თბილისის ელექტრომომარაგების ეფექტიანობის და საიმედოობის ამაღლება, ასევე სიმძლავრეების გაზრდა ქალაქის ელექტროქსელის შემდგომი განვითარებისთვის. ამასთანავე, კომპანია "თელასი" და მისი ტექნიკური პერსონალი უზრუნველყოფილია ყველა აუცილებელი აღჭურვილობით და მასალებით ნებისმიერი ტექნიკური ინციდენტის აღმოსაფხვრელად ან მინიმუმამდე შესამცირებლად" —  განაცხადა სს "თელასის" გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.

სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

ელექტროქსელი - Sputnik საქართველო
საქართველო ენერგეტიკულ გაერთიანებას შეუერთდა

ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33 გიგავატს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0