08:21 27 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
53 0 0

ყაზახეთიდან საქართველოში მარცვლეულის შემოტანა იგეგმება არა მარტო კასპიის ზღვით, არამედ რუსეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. „რუსეთის რკინიგზა“ ყაზახეთიდან საქართველოში მარცვლეულის ტრანზიტისთვის მოქმედი ტარიფის 40%-იანი შემცირების საკითხს განიხილავს, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა სალმან ბაბაევმა.  

„ახლა განვიხილავთ ყაზახეთიდან მარცვლეულის საქართველოში გადაზიდვის შესაძლებლობას. ჩვენ შეგვიძლია მოქმედება პრეისკურანტით 10-01 — როგორც შიდა გადაზიდვები. ახლა დაახლოებით 40%-ს განვიხილავთ. ეს ყაზახური სატრანზიტო მარცვლეულია, რომლის ტრანზიტიც არა კასპიის გავლით, არამედ აზერბაიჯანის გავლით მოხდება“, — განაცხადა მან. 

ბაბაევმა ჟურნალისტებს შეახსენა, რომ ცოტა ხნის წინ „რუსეთის რკინიგზამ“ ბელარუსიდან რუსეთის ჩრდილო-დასავლეთის პორტებში ნავთობპროდუქტების გადაზიდვისას 25%-იანი ფასდაკლება დააწესა.

„ბელარუსთან იმიტომ, რომ ეს დამატებითი მოცულობა იყო. როცა ტვირთი მოგებას იძლევა, ჩვენ შეგვიძლია შეღავათები გავწიოთ დამატებით მოცულობებზე. მზად ვართ, დამატებით მოცულობებზე ნებისმიერ კომპანიას დაველაპარაკოთ“, – განმარტა ბაბაევმა.

მთავარი თემები