თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. „რუსეთის რკინიგზა“ ყაზახეთიდან საქართველოში მარცვლეულის ტრანზიტისთვის მოქმედი ტარიფის 40%-იანი შემცირების საკითხს განიხილავს, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა სალმან ბაბაევმა.
„ახლა განვიხილავთ ყაზახეთიდან მარცვლეულის საქართველოში გადაზიდვის შესაძლებლობას. ჩვენ შეგვიძლია მოქმედება პრეისკურანტით 10-01 — როგორც შიდა გადაზიდვები. ახლა დაახლოებით 40%-ს განვიხილავთ. ეს ყაზახური სატრანზიტო მარცვლეულია, რომლის ტრანზიტიც არა კასპიის გავლით, არამედ აზერბაიჯანის გავლით მოხდება“, — განაცხადა მან.
ბაბაევმა ჟურნალისტებს შეახსენა, რომ ცოტა ხნის წინ „რუსეთის რკინიგზამ“ ბელარუსიდან რუსეთის ჩრდილო-დასავლეთის პორტებში ნავთობპროდუქტების გადაზიდვისას 25%-იანი ფასდაკლება დააწესა.
„ბელარუსთან იმიტომ, რომ ეს დამატებითი მოცულობა იყო. როცა ტვირთი მოგებას იძლევა, ჩვენ შეგვიძლია შეღავათები გავწიოთ დამატებით მოცულობებზე. მზად ვართ, დამატებით მოცულობებზე ნებისმიერ კომპანიას დაველაპარაკოთ“, – განმარტა ბაბაევმა.