საქენერგო: Frontera თავს არიდებს სახელმწიფოს წინაშე ანგარიშვალდებულებას

© photo: Sputnik / Ilya Pitalevგაზის კოშკურა
გაზის კოშკურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
Frontera გაზსა და ნავთობს იმ ფორმაციებიდან მოიპოვებს, რომლებშიც ნავთობის და გაზის არსებობა კომპანიის საქართველოში შემოსვლამდე დიდი ხნით ადრე იყო დადგენილი, ხოლო ახალი რესურსების ათვისების არავითარი გეგმა სახელმწიფოსთვის არ წარმოუდგენია, ნათქვამია ენერგეტიკის მინისტრის წერილში.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე კომპანია Frontera Resources-ს სახელმწიფოს წინაშე ანგარიშვალდებულებისაგან თავის არიდებაში ადანაშაულებს. 

კახა კალაძის განცხადება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა Frontera Resources-ის დირექტორთა საბჭოს ღია წერილის პასუხად, რომელშიც იგი მინისტრს ბრალს სდებდა არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში.

გაზსადენი - Sputnik საქართველო
„ფრონტერას“ საქართველოსთვის კახეთში გაზის აღმოჩენის შესახებ არ უცნობებია

ენერგეტიკის მინისტრი გაკვირვებას გამოთქვამს Frontera-ს ბრალდებებისა და გაურკვეველი მიზნების გამო  რომელიც კომპანიის ხელმძღვანელის წერილშია გამოთქმული. 

”არაერთგზის დაჟინებით ცდილობთ მეთორმეტე სალიცენზიო ბლოკზე რესურსების არსებობის ალბათობა მარაგების აღმოჩენის შემდგარ ფაქტად წარმოადგინოთ. კიდევ ერთხელ და ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე მინდა აღვნიშნო, რომ თქვენს კომპანიას არ გაუკეთებია ოფიციალური განაცხადი აღმოჩენის შესახებ. მეტიც, თითოეული ბარელი  ნავთობი და თითოეული კუბური მეტრი გაზი, რომელსაც აწარმოებს თქვენი კომპანია, მოიპოვება იმ ფორმაციებიდან, რომლებშიც ნავთობის და გაზის არსებობა თქვენი კომპანიის საქართველოში შემოსვლამდე დიდი ხნით ადრე იყო დადგენილი, ხოლო ახალი რესურსების ათვისების არავითარი გეგმა თქვენს კომპანიას სახელმწიფოსთვის არ წარმოუდგენია”,- მიმართავს კახა კალაძე „ფრონტერას.“

ამასთან, როგორც ენერგეტიკის მინისტრი აღნიშნავს, ”ფრონტერას” განცხადებების ფონზე განსაკუთრებით გაკვირვებას იწვევს კომპანიის პერმანენტული მცდელობა თავი აარიდოს სახელმწიფოს წინაშე ანგარიშვალდებულებას.

”საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული თითოეული ცენტის ინვესტიცია თანაბრად  მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ მზად ვართ გვერდში დავუდგეთ და დავეხმაროთ ყველა კეთილსინდისიერ ინვესტორს”, – წერს კალაძე.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: "ფრონტერამ" ისეთ მოცულობებზე გააკეთა განცხადება, რომელიც თურქმენეთსაც არ აქვს

იანვრის შუარიცხვებში Frontera Resources-მა განაცხადა თავის ვებ-გვერდზე იმის შესახებ,რომ მიმდინარე სამუშაოების დროს, კახეთის რეგიონში აღმოაჩინა გაზის რესურსი 5,3 ტრლნ კუბური მეტრი. ამასთან დაკავშირებით,საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა,რომ კომპანიის განცხადების დასადასტურებლად საჭიროა მილიარდობით დოლარი, რასაც Frontera Resources-ი უარყოფს.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მონაცემებით,საქართვრლოში  Frontera Resources-ის გაზის დადასტურებული მარაგების მოცულობა შეადგენს 1 მლრდ 925 მლნ კუბურ მეტრს.

Frontera Resources Corporation —ამერიკული კომპანიაა,დაკავებული ნავთობისა და გაზის ძიებითა და მოპოვებით.იგი დაარსდა 1996 წელს.კომპანიის სტრატეგია გულისხმობს ნახშირწყალბადების მოპოვების პერსპექტივების მოძიებას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში,რომლებიც მიექუთვნებიან შავიზღვისპირეთის აუზს.

 

ყველა ახალი ამბავი
0