04:31 22 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
რთველი

კახეთის რეგიონში 84 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავეს

© photo: Sputnik / Л. Антонов
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
82501

ამ ეტაპზე გადამუშავების პროცესში ჩართულია 85 კომპანია, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 18 ღვინის საწარმო.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. 29 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 84 ათასი ტონა ყურძენი. ღვინის კომპანიებს ყურძენი 11 ათასამდე მევენახემ ჩააბარა, განაცხადა საქართვდელოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ სამშაბათს, 29 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე. 

 „გადამუშავებულია რქაწითელი — 39,5 ათასი ტონა, საფერავი — 33,5 ათას ტონა, 2 ათას ტონამდე კახური მწვანე და 9 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი“, — განაცხადა დანელიამ. 

 ამ ეტაპზე გადამუშავების პროცესში ჩართულია 85 კომპანია, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 18 ღვინის საწარმო.

ქართული ღვინო და მთები
личный архив Дениса Шведова и Александры Розовской

 ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში — 29 ათას ტონამდე. დანარჩენი მუნიციპალიტეტების მონაცემებია: თელავი — 17,5 ათასი ტონა, ყვარელი — 15,5 ათასი ტონა, სიღნაღი — 7,3 ათას ტონა, ლაგოდეხი- 6,7 ათასი ტონა, საგარეჯო — 3,5 ათასი ტონა, ახმეტა — 2,2 ათასი ტონა და დედოფლისწყარო — 2,1 ათასი ტონა, — განაცხადა მინისტრმა. 

 2015 წლის რთველის მოსავლის საპროგნოზო მონაცემები 30%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. რთველი 2014-ის ფარგლებში, საქართველოში 124 ათას 606 ტონა ყურძენი მოიკრიფა. 

 

თემაზე

კახეთში ყურძნის გადამუშავების 25 წლიანი რეკორდი მოხსნეს
თბილისში ყურძნის სარეალიზაციო ადგილები გამოიყო
საქართველოში ყურძნის მოსავალი წელს 30%-ით მაღალი იქნება

მთავარი თემები