https://sputnik-georgia.com/20210809/ortachalis-cixis-adgilze-kulturuli-sivrce-gaixsneba-252533608.html
ორთაჭალის ციხის ადგილზე ალტერნატიული კულტურული სივრცე N12 გაიხსნება
ორთაჭალის ციხის ადგილზე ალტერნატიული კულტურული სივრცე N12 გაიხსნება
Sputnik საქართველო
მიმდინარე წლის აპრილში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ყოფილი ორთაჭალის ციხის ტერიტორია და შენობები აუქციონზე გაიტანა (საწყისი ღირებულება – 14,08 მლნ... 09.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-09T10:21+0400
2021-08-09T10:21+0400
2023-08-17T19:45+0400
ახალი ამბები
კულტურა საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24496/28/244962853_0:57:2001:1188_1920x0_80_0_0_0cae0325413d9c2c82ff29e2795e1944.jpg
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. ორთაჭალაში მდებარე ყოფილი მე-12 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კულტურული ცენტრი გაიხსნება – ასეთი გადაწყვეტილება მიიღო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა. როგორც უწყებაში განმარტავენ, საქართველოსთვის ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ადგილი, „რომელიც ნეგატიური და მძიმე ისტორიებით დაამახსოვრდა ქართულ საზოგადოებას, კულტურის მოღვაწეთა და ახალგაზრდობის შეკრების აქტიური კერა გახდება“.„მულტიფუნქციური სივრცით სარგებლობას ნებისმიერი ხელოვანი შეძლებს. პროფესიულ თუ მოყვარულ დასებს როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან საშუალება ექნებათ ისარგებლონ სარეპეტიციო სივრცით, გამართონ სპექტაკლები, კონცერტები და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიება“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.კულტურული ცენტრი სამშაბათს, 10 აგვისტოს გაიხსნება მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის თეატრალური დასის სპექტაკლით „მარინა რევია“ (რეჟისორი გოჩა ხვიჩია). სპექტაკლის ჩვენებას კულტურის სფეროს მოწვეული წარმომადგენლები დაესწრებიან.
https://sputnik-georgia.com/20210407/ortachalis-cixis-shenoba-auqcionze-gaitanes-251391838.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24496/28/244962853_0:0:2001:1258_1920x0_80_0_0_6d0b970c0847f6c8e5fd64c16776c243.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, კულტურა საქართველოში, საქართველო
ახალი ამბები, კულტურა საქართველოში, საქართველო
ორთაჭალის ციხის ადგილზე ალტერნატიული კულტურული სივრცე N12 გაიხსნება
10:21 09.08.2021 (განახლებულია: 19:45 17.08.2023) მიმდინარე წლის აპრილში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ყოფილი ორთაჭალის ციხის ტერიტორია და შენობები აუქციონზე გაიტანა (საწყისი ღირებულება – 14,08 მლნ ლარი), თუმცა ობიექტის ყიდვის მსურველი არ გამოჩნდა.
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. ორთაჭალაში მდებარე ყოფილი მე-12 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კულტურული ცენტრი გაიხსნება – ასეთი
გადაწყვეტილება მიიღო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
როგორც უწყებაში განმარტავენ, საქართველოსთვის ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ადგილი, „რომელიც ნეგატიური და მძიმე ისტორიებით დაამახსოვრდა ქართულ საზოგადოებას, კულტურის მოღვაწეთა და ახალგაზრდობის შეკრების აქტიური კერა გახდება“.
„მულტიფუნქციური სივრცით სარგებლობას ნებისმიერი ხელოვანი შეძლებს. პროფესიულ თუ მოყვარულ დასებს როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან საშუალება ექნებათ ისარგებლონ სარეპეტიციო სივრცით, გამართონ სპექტაკლები, კონცერტები და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიება“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
კულტურული ცენტრი სამშაბათს, 10 აგვისტოს გაიხსნება მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის თეატრალური დასის სპექტაკლით „მარინა რევია“ (რეჟისორი გოჩა ხვიჩია). სპექტაკლის ჩვენებას კულტურის სფეროს მოწვეული წარმომადგენლები დაესწრებიან.