ორთაჭალის ციხის ადგილზე ალტერნატიული კულტურული სივრცე N12 გაიხსნება

© Sputnik / Alexander Imedashviliორთაჭალა
ორთაჭალა - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2021
მიმდინარე წლის აპრილში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ყოფილი ორთაჭალის ციხის ტერიტორია და შენობები აუქციონზე გაიტანა (საწყისი ღირებულება – 14,08 მლნ ლარი), თუმცა ობიექტის ყიდვის მსურველი არ გამოჩნდა.
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. ორთაჭალაში მდებარე ყოფილი მე-12 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კულტურული ცენტრი გაიხსნება – ასეთი გადაწყვეტილება მიიღო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა. 
ორთაჭალა - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
ყოფილი ორთაჭალის ციხის შენობა აუქციონზე გაიტანეს
როგორც უწყებაში განმარტავენ, საქართველოსთვის ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ადგილი, „რომელიც ნეგატიური და მძიმე ისტორიებით დაამახსოვრდა ქართულ საზოგადოებას, კულტურის მოღვაწეთა და ახალგაზრდობის შეკრების აქტიური კერა გახდება“.
„მულტიფუნქციური სივრცით სარგებლობას ნებისმიერი ხელოვანი შეძლებს. პროფესიულ თუ მოყვარულ დასებს როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან საშუალება ექნებათ ისარგებლონ სარეპეტიციო სივრცით, გამართონ სპექტაკლები, კონცერტები და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიება“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
კულტურული ცენტრი სამშაბათს, 10 აგვისტოს გაიხსნება მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის თეატრალური დასის სპექტაკლით „მარინა რევია“ (რეჟისორი გოჩა ხვიჩია). სპექტაკლის ჩვენებას კულტურის სფეროს მოწვეული წარმომადგენლები დაესწრებიან.
 
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური