ყოფილი ორთაჭალის ციხის შენობა აუქციონზე გაიტანეს

© Sputnik / Alexander Imedashviliორთაჭალა
ორთაჭალა - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
გამოწერა
ობიექტი აუქციონზე სახელმწიფო პროგრამის „100 საინვესტიციო წინადადება ბიზნესს“ ფარგლებში გაიტანეს – აუქციონი 13 აპრილს დასრულდება

თბილისი, 7 აპრილი – Sputnik.  სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ყოფილი ორთაჭალის ციხის შენობა აუქციონზე გაიტანა.

უწყების ცნობით, ობიექტის საწყისი ღირებულება 14,08 მლნ ლარია.

ქონების აღწერაში ნათქვამია, რომ იყიდება არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების დაახლოებით 15,2 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა–ნაგებობები.

აუცქიონი 30 მარტს დაიწყო და 13 აპრილს დასრულდება.

ობიექტი აუქციონზე სახელმწიფო პროგრამის „100 საინვესტიციო წინადადება ბიზნესს“ ფარგლებში გაიტანეს. პროექტი 2019 წლიდან მოქმედებს და ითვალისწინებს ერთდროულად 100 პარალელური აუქციონის გამართვას და გამარტივებული პროცედურებით სახელმწიფო ქონების პროვატიზაციას. ობიექტების ჩამონათვალში შედის სამრეწველო ობიექტები, სასაწყობე და ფერმერული მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0