01:09 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (992)
16610

პროექტის მიზანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კულტურის კომპონენტის გაძლიერება და მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებაა.

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. პროექტი „ქართული ხელოვნების მოღვაწეები საქართველოს მოსწავლეებისთვის“ 29 ოქტომბრიდან დისტანციურ ფორმატში ჩატარდება. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოში ახალი საგანმანათლებლო პროექტი „ისტორია–კინო–ისტორია“ დაიწყო>>

„ქართული ხელოვნების მოღვაწეები საქართველოს მოსწავლეებისთვის“ სამინისტროს პროექტის „ხელოვნება სკოლაში“ ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კულტურის კომპონენტის გაძლიერება, ასევე მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება.

პროექტი „ხელოვნება სკოლაში“, რომელიც 2019 წელს დაიწყო, კულტურის სამ მნიშვნელოვან სფეროს აერთიანებს და მოიცავს პროგრამებს: „სკოლა მუზეუმში“, „სკოლა თეატრში“ და „კინო სკოლაში“.

პროექტის ფარგლებში ყოველ ხუთშაბათს, 14:00 საათზე ყველა სკოლის მოსწავლე და მასწავლებელი შეძლებს დისტანციურად მოუსმინოს სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს, ასევე გაეცნოს მათ შემოქმედებას და დაუსვას შეკითხვები.

პირველი შეხვედრა კინორეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილთან 29 ოქტომბერს, 14:00 საათზე გაიმართება. რეჟისორის მოსმენა შესაძლებელია ბმულზე https://bit.ly/3jGxb8R, რომელიც ხუთშაბათს გააქტიურდება.

მუზეუმები, თეატრები და კინო – ქართველ მოსწავლეებს სიახლეები ელოდებათ>>

პროექტში მონაწილეობას ასევე მიიღებენ ქართველი მწერალი დავით ტურაშვილი, პოეტი დავით მაღრაძე და კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე. გადაცემებს გაუძღვება ხელოვნების ექსპერტი მაია დათუნაშვილი.

თემები:
საქართველო და კულტურა (992)

მთავარი თემები