02:10 25 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1102
  • 100 RUB4.3044
  • USD2.7802
პირველი გიმნაზის

მუზეუმები, თეატრები და კინო – ქართველ მოსწავლეებს სიახლეები ელოდებათ

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (57)
53 0 0

საქართველოს სკოლებში იწყება პროგრამები: „სკოლა მუზეუმში“, „სკოლა თეატრში“ და „კინო სკოლაში“.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik.  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახალი პროექტის „ხელოვნება სკოლაში“ განხორციელებას შეუდგა, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.

პროექტი აერთიანებს სამ მნიშვნელოვან სფეროს და მოიცავს სამ პროგრამას: „სკოლა მუზეუმში“, „სკოლა თეატრში“ და „კინო სკოლაში“.  საქართველოს განათლების მინისტრმა პროექტი „ხელოვნება სკოლაში“ ეროვნულ მუზეუმში წარადგინა.

პროექტის განხორციელება „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში საპილოტე რეჟიმში მაისში დაიწყო. პროექტში მონაწილეობა უკვე მიიღო თბილისის სხვადასხვა სკოლების VII-XI კლასების 808 მოსწავლემ.

განათლების მინისტრი: პრიორიტეტი ქართული სკოლის მოდელის შექმნაა>>>

„სკოლა მუზეუმში“
პროგრამა „სკოლა მუზეუმში“ ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციების გამოყენებას სასწავლო მასალის სახით. საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისთვის შერჩეულია უნიკალური არქეოლოგიური და ეთნორაფიული საგნები, შუა საუკუნეების უმდიდრესი მემკვიდრეობა, თანამედროვე მხატვრების ნამუშევრები და ა.შ. 

პროგრამა ხორციელდება სამ მუზეუმში – ი. ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმში, დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში და გ. ჩიტაიას ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

„სკოლა თეატრში“
პროგრამის „სკოლა თეატრში“ ფარგლებში მოსწავლეები ნახავენ სპექტაკლებს, რომლებიც მათ სასწავლო პროგრამასთანაა დაახლოებული. გარდა ამისა, მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ, რა ხდება სცენის მიღმა, გაიცნონ მსახიობები, შემდეგ კი რეცენზია დაწერონ.

მაისიდან პროგრამა ხორციელდება საპილოტე რეჟიმში თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის აკადემიურ თეატრში, ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელმწიფო თეატრსა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში. პროექტში დაახლოებით 4 ათასმა მოსწავლემ მიიღო უკვე მონაწილეობა.

„კინო სკოლაში“
პროგრამის „კინო სკოლაში“ ამოცანაა მოსწავლეებს შორის ანალიტიკური აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება.

პროგრამის ფარგლებში სკოლებში კვირაში ერთხელ, გაკვეთილების დასრულების შემდეგ სხვადასხვა აქტივობა გაიმართება, რომლის დროსაც მოსწავლეები მიიღებენ საბაზისო ცოდნას კინემატოგრაფიის შესახებ და ნახავენ სპეციალურად შერჩეულ ქართულ და უცხოურ ფილმებს. ფილმების ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია. სკოლებში ფილმების ჩვენებით საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი დაკავდება.

საქართველოს განათლების სამინისტროს ახალი პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ პროექტის ხელმძღვანელი მაია დათუნაშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, რეჟისორები ნანა ჯანელიძე, კოტე ჩლაიძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

 

თემები:
განათლება საქართველოში (57)

მთავარი თემები