06:32 05 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართული კინო (110)
78 0 0

მეტრები, ოსტატები და ახალბედები - პორტუგალიაში პირველად ქართული კინემატოგრაფის უზარმაზარი რეტროსპექტივა იხსნება

თბილისი, 20 ოქტომბერი - Sputnik. დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალი Doclisboa, რომელიც 22 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე გაიმართება, საქართველოს კინემატოგრაფს მასშტაბურ რეტროსპექტივას მიუძღვნის, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

პორტუგალიელები იხილავენ როგორც ქართული კინოს შედევრებს, ისე ახალგაზრდა რეჟისორების ნამუშევრებს. პროგრამაში სახელწოდებით „უწყვეტი მოგზაურობა“ იქნება ნაჩვენები მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები.

პორტუგალიელები ნახავენ შემდეგ ფილმებს: „ელისო“ (1928), რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია; „ბუბა“ (1930), რეჟისორი ნუცა ღოღობერიძე; „ჯიმ შვანთე“ (მარილი სვანეთს) (1930), რეჟისორი მიხეილ კალატოზოვი; „გოგონა და შადრევანი“ (1967), რეჟისორი კარლო სულაკაური;„გრძელი ნათელი დღეები“ (2013), რეჟისორები: ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი; გოდერძი ჩოხელის „მეკვლე“; გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული“, მიხეილ კობახიძის „ქოლგა“ და ა.შ.

ბოლო ფილმებიდან მაყურებელი ნახავს შემდეგ ფილმებს: რუსუდან გლურჯიძის „სხვისი სახლი“, მარიამ ხაჭვანის „დედე“, იანა უგრეხელიძის „ომის იავნანა“ და ლანა ღოღობერიძის „ოქროს ძაფი“.

რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი 2020 Special Cannes-ის ჟიურის წევრად გამოაცხადეს >>

საქართველო ასევე მონაწილეობას მიიღებს ინდუსტრიულ სექციაში Nebulae - აქ უცხელ კინოპროდიუსერების წინაშე იქნება წარდგენილი რვა ქართული პროექტი. გარდა ამისა, Doclisboa-ზე დაგეგმილია უამრავი თემატური დისკუსია და მრგვალი მაგიდა ქართველი კინემატოგრაფისტების მონაწილეობით.

კორონავირუსის პანდემიის გამო წელს ლისაბონის კინოფესტივალი ონლაინ-ფორმატში გაიმართება.

თემები:
ქართული კინო (110)

მთავარი თემები