დასახელდა ქართული ფილმი, რომელიც „ოსკარისთვის“ იბრძოლებს

© photo : courtesy of Georgian National Film Centerკადრი დეა კულუმბეგაშვილის ფილმიდან „დასაწყისი“
კადრი დეა კულუმბეგაშვილის ფილმიდან „დასაწყისი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმმა უკვე მიაღწია წარმატებებს – სან–სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მან ოთხი მთავარი ჯილდო მიიღო

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. ამერიკული კინოაკადემია „ოსკარის“ პრემიის ნომინაციისთვის „საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმი“ იბრძოლებს დეა კულუმბეგაშვილის „დასაწყისი“, ნათქვამია საქართველოს კინოცენტრის განცხადებაში.

ფილმის არჩევა, ტრადიციულად, ფარული კენჭისყრით მოხდა. „დასაწყისმა“ შესარჩევი კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობა მიიღო. კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ გამოჩენილი რეჟისორები, მსახიობები, კინოკრიტიკოსები და ხელოვნების სხვა მოღვაწეები.

Старая кинокамера и кинопленка - Sputnik საქართველო
დეა კულუმბეგაშვილის ტრიუმფი სან-სებასტიანში: ფილმმა „დასაწყისი“ ყველა მთავარი ჯილდო მოხსნა

 „ოსკარის“ მიღების შანსისთვის ასევე იბრძოდნენ რეჟისორ უტა ბერიას „უარყოფითი რიცხვები” და რეჟისორ ოთარ შამათავას  „ურსუსი”.

ფილმი „დასაწყისი“ საქართველოსა და საფრანგეთის ერთობლივი ნამუშევარია. მოგვითხრობს იეღოვას მოწმეების ჯგუფის ისტორიას, რომელიც მიყრუებულ პროვინციულ ქალაქში ექსტრემისტული დაჯგუფების მხრიდან თავდასხმების მსხვერპლი ხდება. 

იანა იეღოვას მოწმის ცოლია. მისთვის ნაცნობი სამყარო ამ კონფლიქტის პარალელურად ნგრევას იწყებს. იანას შინაგანი უკმაყოფილება იზრდება, როდესაც ის საკუთარი სურვილების ანალიზს იწყებს.

ფილმში როლებს ასრულებენ ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და ლაშა ონელი.

ყველა ახალი ამბავი
0