რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი 2020 Special Cannes-ის ჟიურის წევრად გამოაცხადეს

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიკანის ფესტივალის „ოქროს პალმის რტო"
კანის ფესტივალის „ოქროს პალმის რტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი რეჟისორის ტრიუმფი გრძელდება. ახალგაზრდა კინემატოგრაფისტი ახლა თავისი კოლეგების ნამუშევრებს შეაფასებს.

თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. სან-სებასტიანის ფესტივალის ტრიუმფატორი დეა კულუმბეგაშვილი 2020 Special Cannes-ის ჟიურის წევრი გახდება, ნათქვამია კანის ფესტივალის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

Старая кинокамера и кинопленка - Sputnik საქართველო
დეა კულუმბეგაშვილის ტრიუმფი სან-სებასტიანში: ფილმმა „დასაწყისი“ ყველა მთავარი ჯილდო მოხსნა

კორონავირუსის პანდემიის გამო წელს კანის ფესტივალი შემცირებულ ფორმატში გაიმართება. კანის ფესტივალების და კონგრესების სასახლეში 27–29 ოქტომბერს ფესტივალი 2020 Special Cannes გაიმართება, რომელიც კანის საერთაშორისო კინოფესტივალის სპეციალური პროექტია. ღონისძიება ორ საკონკურსო პროგრამას მოიცავს: მოკლემეტრაჟიანსა და სტუდენტური კინოს სექციას Cinéfondation.

2020 Special Cannes-ზე წარმოდგენილი იქნება წელს ოფიციალური პროგრამით შერჩეული სურათების ნაწილი. ერთ-ერთია კულუმბეგაშვილის დრამა „დასაწყისი“.

ქართულ ფილმთან ერთად აჩვენებენ სამ სურათს: ემანუელ კურკოლის „ტრიუმფი“ (Un Triomphe / The Big Hit!, საფრანგეთი, 2020), ბრუნო პადალიდესის „ორი ალფრედი“ (Les Deux Alfred / The French Tech, საფრანგეთი, 2020) და ნაომი კავასეს „ნამდვილი დედები“ (Asa Ga Kuru / True Mothers, იაპონია, 2020).

კულუმბეგაშვილი შეაფასებს მოკლემეტრაჟიან ფილმებსა და ფილმებს სექციიდან Cinéfondation. „ოქროს პალმის რტოსთვის“ მოკლემეტრაჟიან ფილმებში 11 სურათი იბრძოლებს, ხოლო Cinéfondation-დან ჟიური სამ გამარჯვებულს 17 სტუდენტური ნაშრომიდან შეარჩევს.

კადრი დეა კულუმბეგაშვილის ფილმიდან „დასაწყისი“ - Sputnik საქართველო
დასახელდა ქართული ფილმი, რომელიც „ოსკარისთვის“ იბრძოლებს

ჟიურის წევრები ასევე არიან რეჟისორი და სცენარისტი კლერ ბიურგერი, მსახიობი დამიენ ბონარი, რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი რაშიდ ბუშარები, პროდიუსერი შარლ ჟილბერი და მსახიობი სელინ სალეტი.

კანის 73-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ჩატარება ორგანიზატორებმა კორონავირუსის პანდემიის გამო რამდენჯერმე გადაიტანეს. ის ჯერ ამ წლის მაისში უნდა გამართულიყო, შემდეგ, გაზაფხულის დასაწყისში ფესტივალის დირექციამ განაცხადა, რომ ღონისძიება ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში გაიმართებოდა. მაისში კანის ფესტივალის პრეზიდენტმა პიერ ლესკიურმა საბოლოოდ განაცხადა, რომ ჩვენება არ გაიმართებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0