00:19 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (929)
120 0 0

გალერეა Maudi-ში ამტკიცებენ, რომ გამოფენა განსაკუთრებით იმათ გააოცებს, ვინც ძლიერი შთაბეჭდილებების ძიებაში

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. გამოფენა სახელწოდებით „ღმერთები თვალს უკრავენ ღმერთებს“ (Gods Winking at Gods) გაიხსნა დედაქალაქის გალერეაში Maudi - ეს არის მხატვარ გიორგი შალიკაშვილის ორიგინალური პროექტი, რომელიც მედიაციურ ფერწერას მიეძღვნა.

გიორგი შალიკაშვილი - წინანდლის პრემიის ლაურეატია, უამრავი გამოფენის მონაწილე და ბლოგერია, რომელიც წერს სახვით ხელოვნებაზე და კულტურულ პროცესებზე.

როგორც გალერეაში აღნიშნავენ, შალიკაშვილის ნამუშევრები  ერთგვარი აგრესიულობით წარმოგვიდგება, „გამოწვევად“ ჟღერს და ბევრს ითხოვს დამთვალიერებლისგან.

„ისინი ღიად აცხადებს სურვილს, უფრო სწორად, თითქმის მოთხოვნას ინტერაქციაზე, რეაგირებაზე, ზოგადად რაიმე სახის უკუკავშირზე. ეს არის აბსტრაქტული მხატვრობა, რომელსაც ინსტალაციის ფორმატისთვის სახასიათო ნიშნები აქვს, რამდენადაც სივრცის გარდაქმნაზეა ორიენტირებული და დამთვალიერებლის თანასწორ აქტორად მონაწილეობას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გამოფენის ანონსში.

როგორც გამოცხადებულია, გამოფენა პოეტური სახელწოდებით Gods Winking at Gods დამთვალიერებლებს მედიაციური აბსტრაქტული ფერწერის ტილოებს სთავაზობს.

„მეგობრობის ხიდი“: გერმანიაში ქართულ კულტურას გაეცნობიან >>

„ეს არის მყარი კონტურების მხატვრობის (Hard edge painting) ნიმუშებით აგებული რთული, ენერგიული და დამთვალიერებელთან ურთიერთობაზე მიმართული ექსპოზიცია. ეს არის გამოფენა აუდიტორიისათვის, რომელიც განსაკუთრებული გამოცდილებისთვის მიდის გალერეაში და ვიზუალური ინფორმაციის წაკითხვით თვითონ მონაწილეობს საგამოფენო ატმოსფეროს შექმნაში“, - განმარტავენ ორგანიზატორები.

გამოფენაზე მოხვედრა 22 სექტემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი.

თემები:
საქართველო და კულტურა (929)

მთავარი თემები