19:06 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (929)
427 0 0

გერმანელები უფრო მეტს შეიტყობენ ქართულ მუსიკაზე, ფერწერაზე, ლიტერატურაზე, ასევე დააგემოვნებენ ქართულ ღვინოს

თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. ქართველი არტისტები, მხატვრები და პოეტები წარდგებიან საერთაშორისო ფესტივალზე „მეგობრობის ხიდი“, რომელიც ბერლინში 12-15 სექტემბერს გაიმართება, აცნობეს ორგანიზატორებმა Sputnik-საქართველოს.

ფესტივალი, რომლის ორგანიზატორია ბერლინში ქართული კულტურის პოპულარიზაციის არტ-პროექტი და შემოქმედებითი კოლექტივი „ბერლინის კულტურული ცხოვრება“  (Kulturleben Berlin), გახდა ტრადიციული და ქვეყანაში უკვე მეექვსედ ტარდება.

ორგანიზატორების თქმით, ფესტივალის ფორმატი ამჯერად შეცვლილია. მუსიკალური გამოსვლების გარდა პროგრამაშია გამოფენები ქართველი მხატვრების, დიზაინერების და ფოტოგრაფების მონაწილეობით.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი პოეტები და მწერლები. მათ შორის არიან მარინა თექთუმანიძე, ქეთევან სესიაშვილი, სანდრა ვერელი, ვაჟა დანელია და კონსტანტინე კიკმაძე.

გაგრილების დროა: თბილისში ნაყინის ფესტივალი გაიმართება >>

არტისტების, მუსიკოსების, მომღერლების, მხატვრების და მწერლების გამოსვლების გარდა, რომლებიც ბერლინის დარბაზ ForumFactory-ს სცენაზე გაიმართება, მაყურებელს უჩვენებენ Facebook-ჯგუფ „თბილისური ეზოს“ მონაწილეების ვიდეორეპორტაჟებს საქართველოს შესახებ. ვიდეორეპორტაჟების ავტორები - ოლგა გოვორკო (მოსკოვი), გალინა ვორონოვა (პერმი), გაგიკ ნაზარიანი (ერევანი).

„იქნება წარმოდგენილი ნიჭიერი ქართველი მხატვრის, ნინო ყურაშვილის გამოფენა და ირაკლი ზენკოს ფოტოგამოფენა „ჩემი საქართველო“. გალა-კონცერტზე „სიზმრები საქართველოს შესახებ“ წარდგებიან ვირტუოზი პიანისტი მანანა პფლეგინგი, ოპერის მომღერალი კრისტინა გორდაძე, ცეკვის ანსამბლი „კავკასია“, ბულგარული და გერმანული ვოკალური კვარტეტები, რომლებიც ასრულებენ ქართულ ხალხურ სიმღერებს, ასევე ბერლინელი მუსიკოსები და მომღერლები“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

ონლაინ წარდგებიან ანსამბლი „გურჯაანი“, დუეტი ბაღდათიდან - კონცერტმაისტერი ცისანა კაიშაური და ტენორი ბადრი სამხარაძე, ანსამბლი თბილისიდან „ქართული ფანტაზიები“, რომლებიც პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ბერლინში ჩასვლას ვერ ახერხებენ.

გარდა ამისა, „მეგობრობის ხიდზე“ სტუმრებს სასიამოვნო ბონუსი ელით - ისინი ქართული ღვინოების დეგუსტაციას დაესწრებიან.

თემები:
საქართველო და კულტურა (929)

მთავარი თემები