ჩაი, თაფლი და ყველის ნაირსახეობები: თბილისელებს ფესტივალზე ეპატიჟებიან

გამოწერა
ყველის მრავალ სახეობასთან ერთად ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა დასახელების ჩაის და თაფლის კომპანიები. სტუმრებისთვის დაგეგმილია წარმოდგენილი პროდუქციის დეგუსტაცია, პერფორმანსები და მუსიკა.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. მთაწმინდის პარკი ჩაის, თაფლისა და ყველის ფესტივალს 6 სექტემბერს უმასპინძლებს, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები Facebook-გვერდზე.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფესტივალი სტუმრების მრავალრიცხოვანი თხოვნიდან გამომდინარე იმართება. „შემოდგომის საწყის ეტაპზე მცირე სიგრილის და სასიამოვნო ტემპერატურის ფონზე ჩაის და ყველის სხვადასხვა არომატების დეგუსტაციას არაფერი შეედრება“, – ნათქვამია ღონისძიების ანონსში. 

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
„მაჭრის ფესტივალი“ კახეთში სექტემბერში გაიმართება

პარკის მთავარ მოედანზე დაგეგმილია ყველის მომზადების პერფორმანსი, რომელსაც ტრადიციულად წარმოადგენს „ქართული ყველის მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა მიქაძე. გასული წლის ფესტივალის სტუმრებს ალბათ კარგად ახსოვთ მის მიერ დამზადებული ფონდიუს ტიპის ყველის გემო.

ყველის მრავალ სახეობასთან ერთად ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა დასახელების ჩაის და თაფლის კომპანიები. ადგილზე გაიმართება დეგუსტაცია და ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება გასინჯოს და შეიძინოს წარმოდგენილი პროდუქცია.

გარდა ამისა, ღონისძიების სტუმრებს ელოდებათ სასიამოვნო მუსიკა – საღამოს დაუკრავს ბენდი და იქნება დიჯეი. ფესტივალი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ჩაის ასოციაციისა და ანა მიქაძის მხარდაჭერით გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0