23:07 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართული კინო (98)
105 0 0

კინოფესტივალის სიახლე - COVIDEO - ეს არის სხვადასხვა ქვეყანაში პროფესიონალებისა და მოყვარულების მიერ იზოლაციაში გადაღებული ფილმები

თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAFF წელს 13-20 სექტემბერს ნაწილობრივ ონლაინ-რეჟიმში, ასევე ჩვეულ ფორმატში გაიმართება, ნათქვამია ფესტივალის ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე არსებული შეზღუდვების გამო BIAFF 2020-ს არ ეყოლება უცხოელი სტუმრები, თუმცა კინოფესტივალის პროგრამა ტრადიციულად საერთაშორისო იქნება და მაყურებლები ბევრ ახალ ფილმს იხილავენ. ასევე გაიმართება რეტროსპექტივები.

კინოჩვენებები გაიმართება რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის კინოთეატრ Apollo-ში და ევროპის მოედანზე ღია ცის ქვეშ. კინოფესტივალზე იქნება წარმოდგენილი რამდენიმე განყოფილება - საკონკურსო და კონკურსგარეშე სექციები.

ქართული ფილმი „დასაწყისი“ ამერიკის დასაპყრობად მიემგზავრება >>

წელს BIAFF-ს აქვს სიახლე. ეს არის ახალი საინტერესო სექცია - COVIDEO, რომელშიც იზოლაციაში გადაღებულ მოკლემეტრაჟიან ფილმებს აჩვენებენ. ამ კატეგორიაში მოხვდა 70 ფილმი, საიდანაც 20 ფილმი ქართველმა რეჟისორებმა გადაიღეს, 50 - უცხოელებმა. ფილმები გადაღებულია როგორც კინოს პროფესიონალების, ისე მოყვარულების მიერ.

პანდემია აისახა ასევე კინოფესტივალის ჟიურის შემადგენლობაზე. ფესტივალის ფარგლებში ფუნქციონირებს რამდენიმე საკონკურსო სექცია, თითოეულს საკუთარი ჟიური ჰყავს. თუკი ადრე ხუთიდან ოთხი ჟიურის წევრი იყო უცხოელი და ერთი - ქართველი, წელს ჟიურის ორი წევრი იქნება უცხოელი, სამი - ქართველი. უცხოელი წევრები საკონკურსო ფილმებს იხილავენ და შეაფასებენ ონლაინ-ფორმატში.

ჟიურის თავმჯდომარეა ქართველი რეჟისორი ლანა ღოღობერიძე. ნამუშევრებს შეაფასებენ ასევე ნიკა აბრამიშვილი, გიორგი ოვაშვილი, ჟიურის წევრები საფრანგეთიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან.

ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAFF 2006 წელს დაარსდა. ის ორიენტირებულია არტ-ჰაუსისა და დამოუკიდებელი კინოს სიახლეებზე როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. BIAFF ითვალისწინებს სამ მთავარ ნომინაციას – საუკეთესო მხატვრული, საუკეთესო დოკუმენტური და საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი.

თემები:
ქართული კინო (98)

მთავარი თემები