12:39 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართული კინო (100)
112201

როგორც ცნობილია, კანის კინოფესტივალისთვის ოფიციალურად შერჩეული ფილმები ტრადიციისამებრ განაწილდება ტორონტოს, ნიუ-იორკის, ვენეციის, პუსანისა და ლუმიერის კინოფესტივალებზე.

თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. რეჟისორ დეა კულუმბეგაშვილის ქართული ფილმი „დასაწყისი“, რომელიც უკვე გახდა კანის კინოფესტივალის მთავარი პროგრამის მონაწილე, ამჯერად ნიუ-იორკის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში შევიდა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის განცხადებაში.

ლევან აკინის სკანდალური ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გერმანიას იპყრობს >>

ფილმი იქნება ნაჩვენები სექციაში Main Slate. თავად კინოჩვენება 25 სექტემბრიდან 11 ოქტომბრამდე გასტანს. მანამდე კი ფილმის მსოფლიო პრემიერა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება.

რაზეა ფილმი „დასაწყისი“

ფილმი „დასაწყისი“ საქართველოსა და საფრანგეთის ერთობლივი ნამუშევარია. მოგვითხრობს იეღოვას მოწმეების ჯგუფის ისტორიას, რომელიც მიყრუებულ პროვინციულ ქალაქში ექსტრემისტული დაჯგუფების მხრიდან თავდასხმების მსხვერპლი ხდება.

იანა იეღოვას მოწმის ცოლია. მისთვის ნაცნობი სამყარო ამ კონფლიქტის პარალელურად ნგრევას იწყებს. იანას შინაგანი უკმაყოფილება იზრდება, როდესაც ის საკუთარი სურვილების ანალიზს იწყებს.

ფილმში როლებს ასრულებენ ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და ლაშა ონელი. ფილმი გადაღებულია კინოცენტრის მხარდაჭერით ლაგოდეხში, რეჟისორის მშობლიურ მხარეში.

დეა კულუმბეგაშვილის ფილმი კანის კინოფესტივალზე უკვე მესამედ მონაწილეობს.

2014 წელს რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი „უხილავი სივრცეები“ მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში იყო წარმოდგენილი, 2016 წელს დეა კულუმბეგაშვილის სხვა მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ლეტა“ რეჟისორის კვირეულის სექციაში აჩვენეს.

თემები:
ქართული კინო (100)

მთავარი თემები