ქართველი ვირტუოზი პიანისტი პრესტიჟულ პრემია Opus Klassik-ზეა წარდგენილი

© Sputnik / Denis Aslanovსანდრო ნებიერიძე
სანდრო ნებიერიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
Opus Klassik ერთ-ერთი პრესტიჟული გერმანული პრემიაა, რომელიც აკადემიური მუსიკის სფეროში გაიცემა. ქართველი პიანისტი ორ ნომინაციაშია წარდგენილი.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ახალგაზრდა ქართველი ვირტუოზი პიანისტი და კომპოზიტორი სანდრო ნებიერიძე გერმანული პრემია Opus Klassik-ის ორ ნომინაციაშია წარდგენილი. ამის შესახებ მუსიკოსმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

Opus Klassik – ესაა ერთ-ერთი პრესტიჟული გერმანული პრემია, რომელიც აკადემიურ მუსიკაში გაიცემა. ახალი პრემია Opus Klassik-ის ორგანიზატორია კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაცია (Verein zur Förderung der Klassischen Musik e.V.). მასში შედიან ლეიბლების, გამომცემლობების, საკონცერტო ორგანიზაციებისა და ფესტივალების წარმომადგენლები, ასევე მუსიკალური კულტურის გამოჩენილი მოღვაწეები. პრემია გაიცემა მხოლოდ კლასიკური და თანამედროვე აკადემიური მუსიკის ჩანაწერების მიხედვით.

სანდრო ნებიერიძე - Sputnik საქართველო
ვირტუოზ პიანისტს სანდრო ნებიერიძეს ყურადღება ბრიტანულმა Gramophone-მა მიაქცია

მუსიკოსი აღნიშნავს, რომ მისი სოლო-ალბომი გერმანიაში Opus Klassik-ის პრემიაზე ორ კატეგორიაშია ნომინირებული – წლის ინსტრუმენტალისტი (Instrumentalist/in) და მომავლის მუსიკოსი (Nachwuchskunstler).

პრემიაზე ასევე ნომინირებულია ორი ცნობილი ქართველი პიანისტი – ხატია ბუნიათიშვილი და მარიამ ბაწაშვილი.

გამარჯვებულს ცხრაკაციანი ჟიური გამოავლენს და 2020 წლის შემოდგომაზე გამოაცხადებს. დაჯილდოების ცერემონია 18 ოქტომბერს საკონცერტო დარბაზ Konzerthaus Berlin-ში გაიმართება.

სანდრო ნებიერიძე 19 წლისაა. იგი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიასთან არსებული მუსიკალური სემინარიის (პედაგოგი - ლალი სანიკიძე) კურსდამთავრებულია. ფორტეპიანოს პარალელურად იგი მაკა ვირსალაძის კლასში კომპოზიციას ეუფლებოდა.

სანდრო ნებიერიძე კონცერტზე - Sputnik საქართველო
სამი წლის ასაკში მოსმენილი ვერდის ოპერები და ჩარჩოში ჩასმული სიგიჟე

სანდრო ორი წლიდან ვერდისა და ბეთჰოვენის შედევრებზეა შეყვარებული. ბავშვობიდან წერს მუსიკას და ბრწყინვალედ ასრულებს როგორც საკუთარ, ისე კლასიკურ ნაწარმოებებს. მუსიკით სერიოზულად ხუთი წლის ასაკიდან დაკავდა. ორი წლის განმავლობაში ერთმანეთს უთავსებდა ფორტეპიანოსა და ვიოლინოზე დაკვრას, შემდეგ კი არჩევანი თავად გააკეთა – მხოლოდ ფორტეპიანო.

ნებიერიძე არის ოპერის, საფორტეპიანო და სხვა საკრავებისთვის განკუთვნილი თხზულებების ავტორი, სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატია, მათ შორის Musica, Sepashvili Klavierwettbewerb (2009, I პრემია); ვილნიუსში Balys Dvarionas International Piano Competition (ლიეტუვა, 2012), კიევში საერთაშორისო მუსიკალური კონკურს-ფესტივალის (უკრაინა, 2013), Astana Piano Passion (ყაზახეთი, 2015, I პრემია).

პიანისტი გასტროლებს მართავს საქართველოსა და ევროპაში. თავისი გამოსვლების დროს ასრულებს საკუთარ ნაწარმოებებსაც.

ყველა ახალი ამბავი
0