სამი წლის ასაკში მოსმენილი ვერდის ოპერები და ჩარჩოში ჩასმული სიგიჟე

© photo: courtesy of Sandro Nebieridzeსანდრო ნებიერიძე კონცერტზე
სანდრო ნებიერიძე კონცერტზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სულ რაღაც17 წლისაა და ასაკთან შედარებით გაცილებით მეტი შექმნა და მეტს მიაღწია, თუმცა ეს საკმარისად არ მიაჩნია...

ეს კომპოზიტორი და პიანისტი სანდრო ნებიერიძეა, რომელსაც შექმნილი აქვს უამრავი ნაწარმოები, მათ შორის საფორტეპიანო კონცერტი, სონატა, სონატა ჩელოსთვის, ფორტეპიანოსთვის, პიესები, საფორტეპიანო ტოკატა, სიმფონიური პოემა, პრელუდია და ფუგა. როგორც პიანისტს ბევრი კონცერტი აქვს ჩატარებული საქართველოში, ნიკოლოზ რაჭველის ორკესტრთან ერთად; რუსეთში საათ-ნახევრიანი კონცერტით გამოვიდა. წელს ფრანგული სტუდიის მიწვევით და დაფინანსებით ჩაიწერა მისი პირველი ალბომი, სადაც მან რახმანინოვისა და პროკოფიევის ნაწარმოებები შეასრულა. როცა საქმე არაორდინალურ რესპონდენტთან გაქვს, ბანალურ კითხვებს როგორმე თავი უნდა აარიდო, ეს საუბარიც ამის გათვალისწინებით შედგა.

© photo: courtesy of Sandro Nebieridzeსანდრო ნებიერიძე
სამი წლის ასაკში მოსმენილი ვერდის ოპერები და ჩარჩოში ჩასმული სიგიჟე - Sputnik საქართველო
სანდრო ნებიერიძე

– სანდრო, ხატოვნად რომ ვთქვათ, მუსიკასთან შენი რომანი როდის დაიწყო?

– ხუთი წლის ვიყავი, როცა ინსტრუმენტთან პირველად მივედი. სამი წლიდან უკვე კლასიკურ მუსიკას – ოპერებსა და საფორტეპიანო კონცერტებს ვუსმენდი. ჩემ ოჯახში მუსიკოსი არავინაა, მაგრამ მუსიკა ყველას უყვარს. ბიძა, გიორგი ხელაშვილი ოპერის მომღერლობას აპირებდა, მაგრამ მერე რატომღაც დაანება თავი და აღარ გაჰყვა ამ გზას.

– გახსოვს რას უსმენდი სამი წლის ასაკში?

– მახსოვს, რომ უმეტესად ვერდის ოპერებს ვისმენდი...

– ანუ, როცა შენი თანატოლები ქვიშაში ერთობოდნენ, შენ ვერდის ოპერებს უსმენდი?!

– არა, თამაშით მეც ვთამაშობდი ხოლმე, მთლად ასეთი არანორმალურიც არ ვიყავი.

© photo: courtesy of Sandro Nebieridzeსანდრო ნებიერიძე კონცერტზე
სამი წლის ასაკში მოსმენილი ვერდის ოპერები და ჩარჩოში ჩასმული სიგიჟე - Sputnik საქართველო
სანდრო ნებიერიძე კონცერტზე

– გარდა იმისა, რასაც მიაღწიე და რაც შექმენი, რით განსხვავდები თანატოლებისგან?

– ბევრს ვკითხულობ, ვუყურებ ფილმებს, ბლოგბასტერები არ მიყვარს. ისეთ ფილმებს ვუყურებ, რომელიც რაღაც საფიქრალს გიტოვებს, უფრო ხშირად ფსიქოლოგიურს. კლასიკურ კინოს ნაკლებად ვეძალები.

– ალბათ სპაიდერმენს არ უყურებ...

– თქვენ წარმოიდგინეთ, მაგასაც ვუყურებ, ოღონდ გასართობად. როგორც ყველა, მეც ვთამაშობ კომპიუტერულ თამაშებს. რა ვიცი, ჩვეულებრივი ვარ...

– ანუ ჩვეულებრივად თვლი, რომ 17 წლის ასაკში იაპონიის ელჩმა პირადად დაგპატიჟა ნაციონალურ დღესასწაულზე, რომელიც მიეძღვნა იაპონიის იმპერატორის დაბადების დღეს?

– იცით, ამაზე არ დავფიქრებულვარ, მთავარია, რომ ასე ხდება და მე კმაყოფილი ვარ. იაპონიის ელჩი ტადაჰარუ უეჰარა ჩემ ბევრ კონცერტზეა ნამყოფი და მასთან ახლოს ვარ, მეილით ხშირად ვკონტაქტობ და ჩემ ახალ ამბებს ვაგებინებ. ამ დღესასწაულზე ტადაჰარუ-სანმა მიგვიწვია მე და ჩემი მეგობარი ანა ჭანია, რომელიც ჩვენი ტრიოს მევიოლინეა. ძალიან მიყვარს იაპონია და ახალ პროექტზე დავიწყე მუშაობა, რომელიც იაპონიის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის მთავარმა ბალერონმა იონენ ტაკანომ შემომთავაზა. იაპონიაზე ბევრ წიგნს ვკითხულობ და კარგად ვიცნობ იაპონელი კომპოზიტორის ტორუ ტაკემიცუს შემოქმედებას.

© photo: courtesy of Sandro Nebieridzeსანდრო ნებიერიძე ნიკოლოზ რაჭველთან ერთად
სამი წლის ასაკში მოსმენილი ვერდის ოპერები და ჩარჩოში ჩასმული სიგიჟე - Sputnik საქართველო
სანდრო ნებიერიძე ნიკოლოზ რაჭველთან ერთად

– საკმარისზე ბევრი იმუშავე და რაზეც ვერ იოცნებებენ შენზე ბევრად უფროსები, იმასაც მიაღწიე, დაგრჩა ოცნებები?

– სამი წლიდან ვოცნებობდი დირიჟორობაზე. დღეს მინდა, რომ ხალხმა როგორც პიანისტი და კომპოზიტორი ისე გამიცნოს. მერე უკვე დირიჟორობასაც მოვკიდებ ხელს. ეს ოცნება 14 წელია მაქვს და თავს არ დავანებებ, სანამ ერთხელ მაინც არ ვიდირიჟორებ. თუმცა ვიცი, რომ ის ერთხელ საკმარისი არ იქნება. მოკლედ, მინდა დირიჟორობა როგორც პროფესია, ისე მქონდეს. 

– ყველაზე მოულოდნელი შეფასება საკუთარ თავზე რა გსმენია?

– ერთხელ ქუჩაში ძველი ნაცნობი შემხვდა. მოვიკითხეთ ერთმანეთი და საუბარში გაიხსენა – ახლობელთან კლასიკაზე ჩამოვარდა სიტყვა და შენზე მითხრა, სანდროს თუ იცნობ, მაგაზე ამბობენ, რომ მაგარი კომპოზიტორიაო. გამიკვირდა, რადგან პირველად გავიგე საკუთარ თავზე მაგარი კომპოზიტორია და არა მაგარი პიანისტიო. ასეთი შეფასება თან გამიკვირდა, თან მესიამოვნა. თუმცა, ვფიქრობ, ორივე თანაბრად ვარ, ვიღაცამ, როგორც ჩანს, კომპოზიციებს უფრო მიანიჭა უპირატესობა.

© photo: courtesy of Sandro Nebieridzeსანდრო ნებიერიძე კონცერტზე
სამი წლის ასაკში მოსმენილი ვერდის ოპერები და ჩარჩოში ჩასმული სიგიჟე - Sputnik საქართველო
სანდრო ნებიერიძე კონცერტზე

– თუ ასეა, მასალის ლიდში პირველად კომპოზიტორს დავწერ.

– კი, ბატონო, მთავარია, ორივე დაწეროთ. როცა მეკითხებიან, რამდენი კომპოზიცია გაქვს დაწერილიო, ვპასუხობ, რომ არ ვიცი. ნამდვილად არ დამითვლია, ალბათ ბევრი. მუსიკის წერისთვის ინსპირაცია მუშაობაა, უნდა დაჯდე და იმუშაო. უცებ რომ დაგარტყას თავში, ასე არ ხდება. ინსტრუმენტთან რამდენი ხანი ვარ, არ დამითვლია, რამდენიც საჭიროა, იმდენი ვზივარ. უმეტესად 4-5 საათი გამოდის.

– ამ ეტაპზე რა არის მთავარი შენთვის?

– რა თქმა უნდა, ის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გავიდე. გასული კი ვარ, მაგრამ უფრო მეტია საჭიროა. არ მინდა ისე მოხდეს, რომ გგონია, გასული ხარ და მერე მოდუნდები. მთავარია, არ მოდუნდე! მით უმეტეს, ახლა ისეთი ასაკი მაქვს, თუ მოვდუნდი, ცუდად იქნება საქმე.

– სიგიჟე თუ ჭირდება ხელოვანს იმისთვის, რომ ღირებული შექმნას?

– სიგიჟე ერთ-ერთი საჭირო რამაა. იმის გამო, რომ დღეს ყველაფერში მოიხსნა ჩარჩოები, ეგ ფაქტორი თავისთავად ახალ ჩარჩოს ქმნის. უკვე თავისუფლება გზღუდავს, რადგან იმდენად თავისუფალი ხარ, რომ არ იცი რა გააკეთო. აქედან გამომდინარე, კარგი გაგებით სიგიჟე ყოველთვის მისასალმებელია.

– ანუ თვლი, რომ სიგიჟეც გარკვეულ ჩარჩოში გსვამს და, როგორც ახსენე, იმ ზედმეტი თავისუფლებისგან გათავისუფლებს?

– აი, ზუსტად ასეა! ძალიან კარგად თქვით...

– მადლობა საუბრისთვის და შემოქმედებით სიგიჟეებს გისურვებ.

– გმადლობთ, მეც მაგის იმედი მაქვს...

 

ყველა ახალი ამბავი
0