ვირტუოზ პიანისტს სანდრო ნებიერიძეს ყურადღება ბრიტანულმა Gramophone-მა მიაქცია

© courtesy of Sandro Nebieridzeსანდრო ნებიერიძე
სანდრო ნებიერიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
Gramophone საკმაოდ სასიამოვნოდ ეხმაურება ვირტუოზის საშემსრულებლო მანერას და მის მომავალზე დიდ იმედს ამყარებს.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ცნობილი ქართველი ვირტუოზი პიანისტი და კომპოზიტორი სანდრო ნებიერიძე ბრიტანული მასმედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა – ნიჭიერი მუსიკოსის შესახებ ცნობილ ინგლისურ გამოცემა Gramophone-ში დაიწერა.

გია ყანჩელი - Sputnik საქართველო
„სიჩუმის მაესტროს" ხსოვნას შემოქმედებით საღამოს უძღვნიან

სტატიის ავტორმა ჯერემი ნიკოლასმა (Jeremy Nicholas) მაღალი შეფასება მისცა სანდრო ნებიერიძის სადებიუტო ალბომს. პირველ სტუდიურ ფირფიტაში ვირტუოზის ნაწარმოებების გარდა შესულია ნებიერიძის მიერ შესრულებული ისეთი კომპოზიტორების ნაწარმოებები, როგორიცაა სერგეი პროკოფიევი და სერგეი რახმანინოვი.

აღსანიშნავია, რომ ალბომის გაყიდვიდან შემოსულ თანხას სანდრო მთლიანად ფონდ Inga Cancer Foundation-ში რიცხავს, რომელიც ქუთაისში ონკოდაავადებულ პირებს ეხმარება.

Gramophone-ის რეცენზიაში სასიამოვნოდაა დახასიათებული ნებიერიძის საშემსრულებლო მანერა. ბრიტანული გამოცემა ქართველი მუსიკოსის მომავალზე დიდ იმედებს ამყარებს.

„ეჭვი არ გვეპარება, რომ სანდრო ნებიერიძის სახელს, რომელიც არის სხვადასხვა ჯილდოს მფლობელი, ავტორი მრავალი ნაწარმოების, მათ შორის საფორტეპიანო კონცერტის, ვიოლონჩელოსთვის სონატების, ასევე კამერული ოპერის ახალგაზრდა ავტორი, მომავალში კიდევ არაერთხელ გავიგონებთ", – აღნიშნავს ჯერემი ნიკოლასი.

რით არის ცნობილი სანდრო ნებიერიძე?

სანდრო ნებიერიძე 18 წლისაა. იგი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიასთან არსებული მუსიკალური სემინარიის (პედაგოგი - ლალი სანიკიძე) კურსდამთავრებულია. ფორტეპიანოს პარალელურად იგი მაკა ვირსალაძის კლასში კომპოზიციას ეუფლებოდა.

სანდრო ნებიერიძე - Sputnik საქართველო
ახალგაზრდა ვირტუოზი პიანისტი სანდრო ნებიერიძე თბილისში სადებიუტო ალბომს წარმოადგენს

სანდრო ორი წლიდან ვერდისა და ბეთჰოვენის შედევრებზეა შეყვარებული. ბავშვობიდან წერს მუსიკას და ბრწყინვალედ ასრულებს როგორც საკუთარ, ისე კლასიკურ ნაწარმოებებს. მუსიკით სერიოზულად ხუთი წლის ასაკიდან დაკავდა. ორი წლის განმავლობაში ერთმანეთს უთავსებდა ფორტეპიანოსა და ვიოლინოზე დაკვრას, შემდეგ კი არჩევანი თავად გააკეთა – მხოლოდ ფორტეპიანო.

ნებიერიძე არის ავტორი ოპერის, საფორტეპიანო და სხვა საკრავებისთვის განკუთვნილი თხზულებების, ლაურეატია სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსების, მათ შორის Musica, Sepashvili Klavierwettbewerb (2009, I პრემია); ვილნიუსში Balys Dvarionas International Piano Competition (ლიეტუვა, 2012), კიევში საერთაშორისო მუსიკალური კონკურს-ფესტივალის (უკრაინა, 2013), Astana Piano Passion (ყაზახეთი, 2015, I პრემია).

პიანისტი გასტროლებს მართავს საქართველოსა და ევროპაში. თავისი გამოსვლების დროს ასრულებს საკუთარ ნაწარმოებებსაც.

ყველა ახალი ამბავი
0