Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

დღეს კოტე თოლორდავას დაბადების დღეა-მისი მონაწილეობით სპექტაკლის ონლაინ ჩვენება გაიმართება

© photo: courtesy of Gano Melitauriგანო მელითაური და კოტე თოლორდავა
განო მელითაური და კოტე თოლორდავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
13 მაისი კოტე თოლორდავას დაბადების დღეა. მას 41 წელი შეუსრულდებოდა. მსახიობი ხუთი წლის წინ ტრაგიკულად დაიღუპა.

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. მსახიობ კოტე თოლორდავას დაბადების დღეს მოზარდ მაყურებელთა თეატრი მისი მონაწილეობით სპექტაკლის ონლაინ ჩვენებას გეგმავს.

კოტე თოლორდავა - Sputnik საქართველო
კოტე თოლორდავას უკანასკნელი ფილმი რუსეთის კინოგაქირავებაში 1 იანვრიდან გამოვა

13 მაისი კოტე თოლორდავას დაბადების დღეა. მას 41 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით მოზარდ მაყურებელთა თეატრი ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე წარმოადგენს რეჟისორ ხათუნა მილორავას სპექტაკლს „დეჟა ვუ”. სპექტაკლი ალექსანდრე გელმანის პიესის მიხედვით დაიდგა. სპექტაკლში მონაწილეობენ კოტე თოლორდავა და ნინო ლეჟავა.

მოზარდ მაყურებელთა თეატრის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე სპექტაკლის ონლაინ ჩვენება 15:00 საათზე დაიწყება.

თეატრისა და კინოს ქართველი მსახიობი, 35 წლის კოტე თოლორდავა 2015 წლის 11 აპრილს მოსკოვის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაიცვალა. მოსკოვში მსახიობი ფილმში გადასაღებად იყო ჩასული. 

კოტე თოლორდავა - Sputnik საქართველო
კოტე თოლორდავა აშშ–ის საერთაშორისო კინოფესტივალზე გარდაცვალების შემდეგ დააჯილდოვეს

კინოფილმში მონაწილეობენ რუსული კინოს ვარსკვლავები: სერგეი ბეზრუკოვი, ვლადიმირ მენშოვი, მარინა ალექსანდროვა, ვალენტინ გაფტი, იური კუზნეცოვი და სხვები. 

ფილმის რეჟისორია ანა მატისონი, რომელიც მაყურებლისთვის ცნობილია ფილმებით „სატისფაქცია“, „ნაძვები 2“, „ნაძვები 3“, „ნაძვები 1914“. 

კოტე თოლორდავამ ფილმში ქართველი ტაქსის მძღოლის გიგას ეპიზოდური როლი შეასრულა. მას სერგეი ბეზრუკოვის პერსონაჟი მიჰყავს ოჯახში და მოულოდნელად ხდება მთავარი გმირის ცხოვრების დრამატული მოვლენების მონაწილე.

ყველა ახალი ამბავი
0