12:07 30 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (826)
51 0 0

საკუთარ ფესვებთან დაბრუნება და წინაპრების ტრადიციების შენარჩუნება – ეს ნამდვილად არ არის სრული სია მწერლისა და საზოგადო მოღვაწის საქმიანობის პრიორიტეტებისა.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, პოეტმა, მწერალმა და ტელეწამყვანმა გიორგი კეკელიძემ საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობისგან" საპატიო ჯილდო „მადლიერების ჩიტი" მიიღო.

კატარში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა>>

ფონდი ამ ჯილდოს გადასცემს პირებს, რომლებმაც ქართული ფოლკლორის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.

„უდიდესი მადლობა ასეთი დაფასებისთვის, თუმცა მე უკანასკნელი ვარ, ვინც ამ ჯილდოს იმსახურებს, შესაბამისად, ის ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა თანამშრომელს ეკუთვნის, ვინც ფოლკლორის დარბაზის შექმნაში მონაწილეობდა", – წერს კეკელიძე თავის Facebook-გვერდზე.

ამ დღეებში ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული ფოლკლორისადმი მიძღვნილი დარბაზი გაიხსნა. იქ შესაძლებელია ინფორმაციის მიღება ხალხური შემოქმედების წყაროების, მისი განვითარების პერიოდებისა და თანამედროვე ტენდენციების შესახებ.

ახალი სივრცე, რომელიც ლოტბარ არტემ ერქომაიშვილის სახელს ატარებს, ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში განთავსდა.

დარბაზში გამოფენილია მასალები ქართული ფოლკლორის ოქროს ფონდიდან – ფონოჩანაწერები, დოკუმენტები, ფოტომასალა, ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდის სხვა რეკვიზიტები. ყველა ექსპონატი საქართველოს სხვადასხვა რაიონშია მოძიებული.

სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის დარბაზში კომპიუტერებია დამონტაჟებული, სადაც წარმოდგენილია ქართული ფოლკლორის განვითარების შესახებ მასალების ციფრული ვარიანტები.

ლევილის მამულში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნება>>

გიორგი კეკელიძე – ქართველი პოეტი, ესეისტი, ტელეწამყვანი, პრემია „საბას", პრემია „ოქროს ფრთის" ლაურეატი, ელექტრონული ბიბლიოთეკის lib.ge დამფუძნებელია. 2012 წლიდან არის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი.

თემები:
საქართველო და კულტურა (826)

მთავარი თემები